https://sputnik-georgia.com/20250112/saxalxo-damcveli-batumshi-dakavebulebs-moinaxuleben-291724834.html
სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულ პირებს მოინახულებენ
სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულ პირებს მოინახულებენ
Sputnik საქართველო
ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქციები 46 დღეა იმართება 12.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-12T10:29+0400
2025-01-12T10:29+0400
2025-01-12T11:21+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250208980_0:154:3092:1893_1920x0_80_0_0_fd3431a615bab203e56d9dfef0a60dd0.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.გუშინ, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაკავებულთაგან ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს, თუმცა სამმართველოს წინ მყოფი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რასაც შეკრებილთა უკმაყოფილება მოჰყვა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან მოითხოვდნენ განმარტებას, რატომ მოხდა დაკავება, რასაც ჯერ – სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.დაკავებულთა შორის არიან ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.ამ დროისთვის უცნობია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების რაოდენობის შესახებ.ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირებს მოინახულებენ. ამასთან, უწყება შეისწავლის სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება - უწყება დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.საქართველოში 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღოს.თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.აქციების მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250208980_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_bc36a5affa654b1a13fb5e5298dd4e40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულ პირებს მოინახულებენ
10:29 12.01.2025 (განახლებულია: 11:21 12.01.2025) ბათუმსა და თბილისში საპროტესტო აქციები 46 დღეა იმართება
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გუშინ, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაკავებულთაგან ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს, თუმცა სამმართველოს წინ მყოფი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რასაც შეკრებილთა უკმაყოფილება მოჰყვა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან მოითხოვდნენ განმარტებას, რატომ მოხდა დაკავება, რასაც ჯერ – სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაკავებულთა შორის არიან ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.
ამ დროისთვის უცნობია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების რაოდენობის შესახებ.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირებს მოინახულებენ. ამასთან, უწყება შეისწავლის სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.
„საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან. ასევე, მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება - უწყება დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
საქართველოში 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღოს.
თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
აქციების მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.