https://sputnik-georgia.com/20250112/ombudsmeni-dakavebulebs-policiam-ar-ganumarta-dakavebis-sapuzveli-291727203.html
ომბუდსმენი: დაკავებულებს პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები
ომბუდსმენი: დაკავებულებს პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები
Sputnik საქართველო
ბოლო ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს. 12.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-12T14:38+0400
2025-01-12T14:38+0400
2025-01-12T14:37+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276368056_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_66d84e0646382dfc130b9e8287e66371.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში აქციებზე დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, ნათქვამია სახალხო დამცველი ლევან იოსელიანის განცხადებაში.საქართველოს დიდი ქალაქებში საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციების მონაწილეები არ ცნობენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.ამასთან, სამი დაკავებული პირის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.გუშინ, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა - დაკავებულთა შორის არიან ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.ბოლო ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.მზია ამაღლობელი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს.ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276368056_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_6d7615f9f12421785a50a0a54d3ae80e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
ომბუდსმენი: დაკავებულებს პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები
ბოლო ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში აქციებზე დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, ნათქვამია სახალხო დამცველი ლევან იოსელიანის განცხადებაში.
საქართველოს დიდი ქალაქებში საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციების მონაწილეები არ ცნობენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
„ერთ-ერთი დაკავებულის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად მას გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აღენიშნება, ასევე აქვს ნაკაწრები ხელებზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სამი დაკავებული პირის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
„დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.
გუშინ, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა - დაკავებულთა შორის არიან ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.
ბოლო ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.
მზია ამაღლობელი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს.
ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.