https://sputnik-georgia.com/20250112/los-anjelesshi-dagupuulta-raodenoba-16-gaizarda-291725749.html
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. 12.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-12T12:44+0400
2025-01-12T12:44+0400
2025-01-12T12:57+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
სტიქიური მოვლენები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/09/291695702_0:163:3061:1885_1920x0_80_0_0_5c13655f826a69db8b76df8e9b63c629.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, იუწყება CNN.ლოს-ანჯელესის ოლქი მასშტაბურმა ხანძრებმა ამ კვირის შუა რიცხვებიდან მოიცვა - ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. რეგიონის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურებაა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება მშრალმა და ძალიან ქარიანმა ამინდმა გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია ხანძრის 11%, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან. ხანძარი საფრთხეს უქმნის ბრენტვუდის ანკლავს, სადაც მდებარეობს გეტის ხელოვნების მუზეუმი, ასევე ენსინოს უბნისა და მანდევილის კანიონის ნაწილებს. სიდიდით მეორე არის იტონის ხანძარი, რომელიც მოიცავს 14.118 აკრს, სადაც ამ დროისთვის ხანძრის 15% ლოკალიზებულია. კენეტის ხანძარი 1.052 აკრ ტერიტორიას მოიცავს, ამ დროისთვის ლოკალიზებულია ცეცხლის 90%, ხოლო ჰერსტის ხანძარი 799 აკრ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ლოკალიზებულია 76%-ი.ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაიწვა 15 ათასზე მეტი შენობა, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების სახლები - ენტონი ჰოპკინსის, ადამ ბროსის, ანა ფერისის, მელ გიბსონის და სხვ.ამინდის დაკვირვების სერვის AccuWeather-ის შეფასებით, ზარალმა, შესაძლოა, 150 მლნ დოლარი შეადგინოს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/09/291695702_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_7912e6085201bdd5a5cb1b7c1a23b036.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, სტიქიური მოვლენები, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, სტიქიური მოვლენები, აშშ
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
12:44 12.01.2025 (განახლებულია: 12:57 12.01.2025) ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, იუწყება CNN.
ლოს-ანჯელესის ოლქი მასშტაბურმა ხანძრებმა ამ კვირის შუა რიცხვებიდან მოიცვა - ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. რეგიონის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურებაა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება მშრალმა და ძალიან ქარიანმა ამინდმა გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
„დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 - პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია ხანძრის 11%, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან. ხანძარი საფრთხეს უქმნის ბრენტვუდის ანკლავს, სადაც მდებარეობს გეტის ხელოვნების მუზეუმი, ასევე ენსინოს უბნისა და მანდევილის კანიონის ნაწილებს.
სიდიდით მეორე არის იტონის ხანძარი, რომელიც მოიცავს 14.118 აკრს, სადაც ამ დროისთვის ხანძრის 15% ლოკალიზებულია. კენეტის ხანძარი 1.052 აკრ ტერიტორიას მოიცავს, ამ დროისთვის ლოკალიზებულია ცეცხლის 90%, ხოლო ჰერსტის ხანძარი 799 აკრ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ლოკალიზებულია 76%-ი.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაიწვა 15 ათასზე მეტი შენობა, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების სახლები - ენტონი ჰოპკინსის, ადამ ბროსის, ანა ფერისის, მელ გიბსონის და სხვ.
ამინდის დაკვირვების სერვის AccuWeather-ის შეფასებით, ზარალმა, შესაძლოა, 150 მლნ დოლარი შეადგინოს.