https://sputnik-georgia.com/20250112/kvaracxelias-pari-senjermentan-kontraqtamde-erti-nabiji-uklia-291726962.html
კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან"კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯი უკლია
კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან"კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯი უკლია
Sputnik საქართველო
კლუბებს შორის ახალი შეხვედრა მომავალ კვირას დაიგეგმა, რათა ტრანსფერი საბოლოოდ დაიხუროს 12.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-12T13:39+0400
2025-01-12T13:39+0400
2025-01-12T13:38+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_0:0:2382:1341_1920x0_80_0_0_2013d983f410fb32ca7a7e093cd60c01.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან" ხუთწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.კვარაცხელიას ახალ კლუბში გადასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში აქტიურად განიხილებოდა. ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყვნენ ისეთი გრანდები, როგორიცაა „ლივერპული", „მანჩესტერ იუნაიტედი", „პარი სენ-ჟერმენი" და „ბარსელონა".ამასთან, სატრანსფერო ბაზრის ცნობილმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ხელფასზეც ისაუბრა:„კვარაცხელიას ხელფასი „ნეაპოლში"არსებულთან შედარებით 4-5-ჯერ მეტი იქნება. „პსჟ" „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს, როგორც ორი დღის წინ ვწერდი. კლუბებს შორის ახალი შეხვედრა მომავალ კვირას დაიგეგმა, რათა ტრანსფერი საბოლოოდ დაიხუროს“, - დაწერა რომანომ.„ნაპოლიში" ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 1,5 მილიონი ევროა.„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდიდან წასვლა სთხოვა.„ნაპოლის" მწვრთნელის თქმით, იგი ფეხბურთელს პირადად ესაუბრა და კვარაცხელიას გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.„კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, რათა მხარეების შეთანხმებაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დავაკავებ მათ, ვისაც დარჩენა არ უნდა", დასძინა კონტემ.კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 85 მლნ ევროა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_194:0:2311:1588_1920x0_80_0_0_8c1fbc3217a64323db9b63d093c34a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან"კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯი უკლია
კლუბებს შორის ახალი შეხვედრა მომავალ კვირას დაიგეგმა, რათა ტრანსფერი საბოლოოდ დაიხუროს
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან" ხუთწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
კვარაცხელიას ახალ კლუბში გადასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში აქტიურად განიხილებოდა. ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყვნენ ისეთი გრანდები, როგორიცაა „ლივერპული", „მანჩესტერ იუნაიტედი", „პარი სენ-ჟერმენი" და „ბარსელონა".
„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხუთწლიანი კონტრაქტის თითოეულ პუნქტზე შეუთანხმდა“, – დაწერა რომანომ.
ამასთან, სატრანსფერო ბაზრის ცნობილმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ხელფასზეც ისაუბრა:
„კვარაცხელიას ხელფასი „ნეაპოლში"არსებულთან შედარებით 4-5-ჯერ მეტი იქნება. „პსჟ" „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს, როგორც ორი დღის წინ ვწერდი. კლუბებს შორის ახალი შეხვედრა მომავალ კვირას დაიგეგმა, რათა ტრანსფერი საბოლოოდ დაიხუროს“, - დაწერა რომანომ.
„ნაპოლიში" ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 1,5 მილიონი ევროა.
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდიდან წასვლა სთხოვა.
„ვითარება კვარასთან დაკავშირებით ასეთია – ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეზე. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვთხოვე, ზუსტად მცოდნოდა, ვინ რჩებოდა გუნდში. მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაც იყო. ხვიჩამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ითხოვა გაყიდვა და ახლაც იგივე სურვილი გამოთქვა", - განაცხადა კონტემ.
„ნაპოლის" მწვრთნელის თქმით, იგი ფეხბურთელს პირადად ესაუბრა და კვარაცხელიას გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
„კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, რათა მხარეების შეთანხმებაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დავაკავებ მათ, ვისაც დარჩენა არ უნდა", დასძინა კონტემ.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 107 მატჩში მან 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი და დაეხმარა კლუბს პირველად გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა, სადებიუტო სეზონში კი „ატალანტას" კარში გატანილი გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.
მადლიერმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ქართველ ფეხბურთელს მრავლისმთქმელი მეტსახელები მოუგონეს: კვარადონა, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარავაჯო - დიდი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს პატივსაცემად.
ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 85 მლნ ევროა.