ხონში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerლენტით შემოსაზღვრული შემთხვევის ადგილი
ლენტით შემოსაზღვრული შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2025
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“,
არსებული ინფორმაციით, ისინი დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ, შედეგად ავტომანქანა ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია მძღოლი და მგზავრი. ავარია წუხელ ღამით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0