მიმოხილვა: რუსეთის ჯარი კურახოვოს დასავლეთით ოპერატიულ სივრცეზე გავიდა
18:44 11.01.2025 (განახლებულია: 09:45 12.01.2025)
© photo: Sputnik / Sergei Bobilev
/ გამოწერა
ქალაქ კურახოვოს გათავისუფლების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალები ოპერატიულ სივრცეში გავიდნენ და დასავლეთის მიმართულებით თავდაჯერებულად მიიწევენ წინ. ამ ფრონტის მონაკვეთზე დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრამდე 30 კილომეტრზე ნაკლები რჩება. რუსეთის შეტევის აჩქარება მტრის დანაკარგების ზრდას იწვევს, რაც უფრო მნიშვნელოვანია – პენტაგონი და ნატო, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებული მებრძოლების კომპენსაციას ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდებით.
გამაგრებული რაიონის, ქალაქ კურახოვოს შტურმი, თავისი მნიშვნელობით, ავდეევკისა და უგლედარის გათავისუფლების ტოლფასია. აქ რუსეთის არმიამ ეფექტიანად გაანადგურაუკრაინისშეიარაღებულიძალების15-ათასიანიგარნიზონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 იანვრისთვის „აღმოსავლეთის“ დაჯგუფების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის დაცვის სიღრმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული და ორი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ფორმირებები დაამარცხეს ბოგატირის, დიდი ნოვოსიოლკის, რაზლივისა და კონსტანტინოპოლის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) რაიონებში.
უკრაინული სარდლობის პროგნოზით, დონბასის ტერიტორია მალე სრულად გადავა რუსეთის კონტროლს ქვეშ და 2025 წელს რუსეთის ძირითადი შეტევის მიმართულებები იქნება დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. მტერს ოპტიმიზმის საფუძველი არგააჩნია. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ოპერატიული მდგომარეობა უიმედოა ყველა ფრონტზე, მათ შორის კურსკის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იანვარში „ფსიქოლოგიური შეტევა“ შეაჩერეს და ბანდერეველების ძირითადი ძალები გაანადგურეს.
საომარი მოქმედებების 2025 წლის პირველ კვირაში: განადგურებულია 13 ათასი მებრძოლი და 46 ტანკი. მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში „დემილიტარიზებულია“ 1480 ბანდერეველი. რუსეთის სპეცოპერაციის განმავლობაში კიევის რეჟიმმა დაკარგა მილიონზე მეტი თავისი ჯარისკაცი (დაახლოებით ოთხი მილიონი დაჭრილის ჩაუთვლელად) და აგრძელებს ძალების ისეთ ტემპით დაკარგვას, რომელსაც 2025 წელს ვერ გაუძლებს. ეს კარგად ესმით The Washington Post-ისა და პენტაგონის „მხარდამჭერებს“.
დასავლური იარაღის მიწოდებამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის ველზე ვერ შეუწყო ხელი, მათ შორის ამერიკულმა ტანკებმა Abrams, თვითმფრინავებმა F-16 და რაკეტებმა ATACMS.
პენტაგონი კვლავ ამუშავებს „უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების გეგმას 2027 წლამდე“, თუმცა, უკრაინის მომავალი გაურკვეველია. დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, კურახოვოს ბრძოლამ აჩვენა, რომ „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ძალა და რესურსები მნიშვნელოვანი ქალაქების შესანარჩუნებლად“.
უკრაინული ჯარები სულ უფრო დემორალიზებულნი არიან, და შემდეგი რამდენიმე კვირა გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა უკრაინა არსებობას, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ცხადია, ნატოს გარეშე, რადგან ეს ორგანიზაცია სტრატეგიულად და ტექნოლოგიურად არ არის მზად რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისთვის.
2025 წლის 9 იანვარს, გერმანიის ავიაბაზა „რამშტაინზე“, აშშ-ის „მიმავალი“ თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, არალეგიტიმურ ვლადიმირ ზელენსკის გამოსამშვიდობებელ „თაიგულ “ კომპლიმენტებს (რომელიც უფრო ეპიტაფიასჰგავს) უძღვნის და ტრაგიკომიკურად აღნიშნავს: „პუტინი არ ნებდება… საფრთხეშია უკრაინის გადარჩენა, ევროპის, შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება“.
თუმცა, ამერიკული დემაგოგია „ტირანებთან ბრძოლაში ცისა და მიწის გადაბრუნებაზე“ უკვე აღარავისზე აღარ მოქმედებს. ავიაბაზაზე მყოფმა იძულებით „მოკავშირეებმა“ დიდი ხანია, გააცნობიერეს, რომ ნახევარი ასეული დონორი ქვეყნის სამხედრო და ფინანსური რესურსები ტყუილად დაიხარჯა. „უკრაინის გადარჩენა“ აშშ-სა და ნატოზე დამოკიდებული არ არის და ანტირუსული პოლიტიკისა და პრაქტიკისთვის დიდი ხნის განმავლობაში დიდი ფასის გადახდა მოუწევთ.
თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობის ინიციატივებზე საუბრობს, ხოლო ზოგიერთებს ისევ სწამთ „კეთილი სანტა კლაუსის“ ვაშინგტონიდან.
მაგრამ მსგავს სიტუაციებში ბრძენი ჩინელები ამბობენ: „არ ენდო ვეფხვს, რომელიც ყვავილს ყნოსავს – ის ნახტომისთვის ემზადება“. სწორედ აშშ-მ დაიწყო ნატოს გაფართოება და უკრაინული კონფლიქტი, რადგან ეს ამერიკის ინტერესებში იყო.
Fox News-ის ეთერში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქით კელოგმა, განაცხადა, რომ ტრამპი „არ ცდილობს რაღაცის მიცემას პუტინისთვის ან რუსებისთვის“, არამედ „ცდილობს უკრაინის გადარჩენას და მისი სუვერენიტეტის დაცვას“. ამდენად, მაღალია იმის ალბათობა, რომ ამერიკული „გადარჩენა“ მოხდეს უკრაინის სრული განადგურების გზით.
ფრანგი ისტორიკოსი ემანუელ ტოდი აღნიშნავს:
„ყველა, ჩვენს გარდა, ფიქრობს, რომაშშდაღმასვლაშია. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა, როცა ყველამ დაინახა, რომ რუსეთი ომში „ფეხზე იდგა“. გლობალური უმრავლესობისთვის, როგორც რუსები მათ უწოდებენ, ეს იყო ერთგვარი „ღვთიური სიურპრიზი“. ეს გახლდათ იმ მსოფლიოს ნაწილი, რომელსაც დასავლეთი ეკონომიკურად ექსპლუატაციას უწევდა და დანარჩენი მსოფლიო, რეალურად, ელოდება რუსეთის გამარჯვებას, როგორც მათ გათავისუფლებას“.
ამასობაში, რუსეთის ჯარებმა კურახოვო გაანთავისუფლეს, ოპერატიულ სივრცეში გავიდნენ და შეუძლიათ, უკრაინის შეიარაღებული ძალების „უკანა სიცოცხლის გზები“ გადაჭრან.
ასევე, ბანდერეველთა გარნიზონების ლოგისტიკა დაბლოკონ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: პოკროვსკი, ჩასოვი იარი, კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლავიანსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი თავდაცვის ხაზის გარღვევა დონბასში და გადარჩენილი უკრაინული ბრიგადების მარჯვენა ნაპირზე, დნეპრის მიღმა გადასვლა მნიშვნელოვნად დააჩქარებს რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
ასევე, ბანდერეველთა გარნიზონების ლოგისტიკა დაბლოკონ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: პოკროვსკი, ჩასოვი იარი, კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლავიანსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი თავდაცვის ხაზის გარღვევა დონბასში და გადარჩენილი უკრაინული ბრიგადების მარჯვენა ნაპირზე, დნეპრის მიღმა გადასვლა მნიშვნელოვნად დააჩქარებს რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე