https://sputnik-georgia.com/20250111/qartuli-paporti-regionsi-kvlavac-yvelaze-zlieria-axali-reitingi-291719262.html
ქართული პასპორტი რეგიონში კვლავაც ყველაზე „ძლიერია“: ახალი რეიტინგი
ქართული პასპორტი რეგიონში კვლავაც ყველაზე „ძლიერია“: ახალი რეიტინგი
Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო პასპორტების ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა. 11.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-11T12:23+0400
2025-01-11T12:23+0400
2025-01-12T09:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_0:148:2000:1273_1920x0_80_0_0_6f3af496fd727ae724aa05bc7f5e7fb8.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პასპორტი კვლავაც ყველაზე ძლიერია რეგიონში და გლობალური პასპორტების ინდექსში 44-ე ადგილი იკავებს, რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Henley & Partners ადგენს.სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ გამგზავრება შეუძლია.ამჯერად საქართველო მსოფლიო პასპორტების ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა. 2023 წელს საქართველო რეიტინგში 50-ე ადგილზე იყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მგზავრობა 122 ქვეყანაში შეუძლიათ (227-დან).რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი და თურქეთი იკავებენ 46-ე პოზიციას (116 ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრების უფლება), აზერბაიჯანი 70-ე ადგილზეა (72 ქვეყანა), სომხეთი - 74-ე ადგილზე (68 ქვეყანაში გამგზავრების უფლება).მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი, რომელიც 195 ქვეყანაში უფასო მოგზაურობის საშუალებას იძლევა, სინგაპურია.მეორე ადგილზეა იაპონია, რომლის პასპორტით უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია 193 ქვეყანაში. მესამე ადგილზე ერთბაშად ექვსი ქვეყანაა: ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა და ესპანეთი, რომელთა მოქალაქეებს უვიზოდ 192 ქვეყანაში გამგზავრება შეუძლიათ.ბოლო ადგილს ავღანეთი იკავებს, რომლის პასპორტით შესვლა მხოლოდ 26 ქვეყანაში არის შესაძლებელი.Henley & Partners წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მრჩეველს ინვესტიციების გზით მოქალაქეობისა თუ ცხოვრების უფლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. Henley & Partners-მა მიიზიდა 15 მილიარდ დოლარზე მეტი მსოფლიოს ეკონომიკებში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_72a661efe1e9ed608c208dc0dc0f03f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
ქართული პასპორტი რეგიონში კვლავაც ყველაზე „ძლიერია“: ახალი რეიტინგი
12:23 11.01.2025 (განახლებულია: 09:04 12.01.2025) საქართველო მსოფლიო პასპორტების ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პასპორტი კვლავაც ყველაზე ძლიერია რეგიონში და გლობალური პასპორტების ინდექსში 44-ე ადგილი იკავებს, რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Henley & Partners ადგენს.
სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ გამგზავრება შეუძლია.
ამჯერად საქართველო მსოფლიო პასპორტების
ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა. 2023 წელს საქართველო რეიტინგში 50-ე ადგილზე იყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მგზავრობა 122 ქვეყანაში შეუძლიათ (227-დან).
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი და თურქეთი იკავებენ 46-ე პოზიციას (116 ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრების უფლება), აზერბაიჯანი 70-ე ადგილზეა (72 ქვეყანა), სომხეთი - 74-ე ადგილზე (68 ქვეყანაში გამგზავრების უფლება).
მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი, რომელიც 195 ქვეყანაში უფასო მოგზაურობის საშუალებას იძლევა, სინგაპურია.
მეორე ადგილზეა იაპონია, რომლის პასპორტით უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია 193 ქვეყანაში. მესამე ადგილზე ერთბაშად ექვსი ქვეყანაა: ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა და ესპანეთი, რომელთა მოქალაქეებს უვიზოდ 192 ქვეყანაში გამგზავრება შეუძლიათ.
ბოლო ადგილს ავღანეთი იკავებს, რომლის პასპორტით შესვლა მხოლოდ 26 ქვეყანაში არის შესაძლებელი.
Henley & Partners წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მრჩეველს ინვესტიციების გზით მოქალაქეობისა თუ ცხოვრების უფლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. Henley & Partners-მა მიიზიდა 15 მილიარდ დოლარზე მეტი მსოფლიოს ეკონომიკებში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით.