https://sputnik-georgia.com/20250111/mmartvel-partiasi-opoziciasi-arsebul-ganxetqilebaze-saubroben-291723932.html
მმართველ პარტიაში ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობენ
მმართველ პარტიაში ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობენ
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანებული ოთხი რადიკალური ძალა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამტკიცებს დეპუტატი 11.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-11T23:12+0400
2025-01-11T23:12+0400
2025-01-12T00:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:244:960:784_1920x0_80_0_0_ea6a0b531def9082145adb8535e9fb3d.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ოპოზიციაში ქაოსი და უთანხმოება სუფევს, განაცხადა პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან ლევან მაჭავარიანმა.პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკრიტიკა ოპოზიცია იმის გამო, რომ არჩევნების წინ მკაფიო მესიჯი არ შეიქმნა მმართველი პარტიის სლოგანთან დაკავშირებით, რომ ისინი ომს არ დაუშვებდნენ. ამან მისი თანამებრძოლის ნიკა მელიას უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მელიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლა და არა დისკუსიები მესიჯებზე.მან აღნიშნა, რომ უთანხმოებაა ოთხ ოპოზიციურ ძალას შორის - ესენი არიან „ლელო საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.„ოთხი რადიკალური პარტია, რომლებიც გააერთიანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუდქვეშ, ისინიც ერთად ვერ ძოვენ. ეს მათი ხვედრია, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და უფლება არ აქვთ, შეეწინააღმდეგონ. აზრთა სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ პარლამენტში დღემდე არ შესულან. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ერთი პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“, რომელიც პარლამენტში მმართველი პარტიის სიებით გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
მმართველ პარტიაში ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობენ
23:12 11.01.2025 (განახლებულია: 00:53 12.01.2025) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანებული ოთხი რადიკალური ძალა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამტკიცებს დეპუტატი
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ოპოზიციაში ქაოსი და უთანხმოება სუფევს, განაცხადა პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან ლევან მაჭავარიანმა.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკრიტიკა ოპოზიცია იმის გამო, რომ არჩევნების წინ მკაფიო მესიჯი არ შეიქმნა მმართველი პარტიის სლოგანთან დაკავშირებით, რომ ისინი ომს არ დაუშვებდნენ. ამან მისი თანამებრძოლის ნიკა მელიას უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მელიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლა და არა დისკუსიები მესიჯებზე.
„ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია. ის პიროვნებები, ვინც დაჯგუფებული არიან თავიანთ პარტიებშივე, მათაც ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან აღნიშნა, რომ უთანხმოებაა ოთხ ოპოზიციურ ძალას შორის - ესენი არიან „ლელო საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.
„ოთხი რადიკალური პარტია, რომლებიც გააერთიანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუდქვეშ, ისინიც ერთად ვერ ძოვენ. ეს მათი ხვედრია, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და უფლება არ აქვთ, შეეწინააღმდეგონ. აზრთა სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ პარლამენტში დღემდე არ შესულან. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ერთი პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“, რომელიც პარლამენტში მმართველი პარტიის სიებით გავიდა.