https://sputnik-georgia.com/20250111/baidenis-dros-ass-is-martlmsajulebis-sistema-politikurad-motovirebuli-iyo-papuasvili-291723719.html
ბაიდენის დროს აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკურად მოტივირებული იყო - პაპუაშვილი
ბაიდენის დროს აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკურად მოტივირებული იყო - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას შეახსენა, როგორ ერეოდა აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმსაჯულებაში 11.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-11T22:25+0400
2025-01-11T22:25+0400
2025-01-11T22:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589401_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_8815b26debca8827e65559272a83c7aa.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმეზე აჩვენებს, რომ ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მათ არ ჰქონდათ უფლება მიეთითათ საქართველოსთვის, როგორ უნდა მოქცეულიყო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბების საქმეზე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და ძალაში მხოლოდ ფორმალური ნასამართლობა დატოვა.მან შეახსენა საზოგადოებას, როგორ ერეოდა აშშ-ის საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაში.„ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი, ელჩისთვის არმოსაწონი განაჩენის გამო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.2022 წლის 16 მაისს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისა" და ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმე განსახილველად არ მიიღო.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ადრე განაცხადა, რომ გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.როგორც ადრე ჩხიკვაძემ განაცხადა, ბურკმა შეხვედრისას მას ასევე შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. იგი იყო ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი მოქმედებებისკენ მოწოდებების საქმის გამოძიების ფარგლებში გვარამიას კოალიციის წევრების, „დროას“, „გირჩის“ პარტიების ოფისებში პოლიციამ დიდი ოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები, „მოლოტოვის კოქტეილები“, კომპიუტერები და სხვა ნივთები ამოიღო.სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პოლიციას და პარლამენტის შენობას პიროტექნიკა, ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589401_49:0:1188:854_1920x0_80_0_0_9d2d899fec2a0b43f6c4688266e717b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ბაიდენის დროს აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკურად მოტივირებული იყო - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას შეახსენა, როგორ ერეოდა აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმსაჯულებაში
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმეზე აჩვენებს, რომ ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მათ არ ჰქონდათ უფლება მიეთითათ საქართველოსთვის, როგორ უნდა მოქცეულიყო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბების საქმეზე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და ძალაში მხოლოდ ფორმალური ნასამართლობა დატოვა.
„საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან შეახსენა საზოგადოებას, როგორ ერეოდა აშშ-ის საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაში.
„ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი, ელჩისთვის არმოსაწონი განაჩენის გამო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
2022 წლის 16 მაისს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისა" და ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმე განსახილველად არ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ადრე განაცხადა, რომ გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
როგორც ადრე ჩხიკვაძემ განაცხადა, ბურკმა შეხვედრისას მას ასევე შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. იგი იყო ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
„რატომ სჭირდებოდათ ზოგიერთებს გვარამიას დახსნა სამართლიანი სასჯელისგან, მგონი კარგად გამოჩნდა, რუსთაველის გამზირზე, მაშხალებით და მოლოტოვის კოქტეილებით დადგმული ომის იმიტაციაში“, - წერს პაპუაშვილი.
შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი მოქმედებებისკენ მოწოდებების საქმის გამოძიების ფარგლებში გვარამიას კოალიციის წევრების, „დროას“, „გირჩის“ პარტიების ოფისებში პოლიციამ დიდი ოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები, „მოლოტოვის კოქტეილები“, კომპიუტერები და სხვა ნივთები ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პოლიციას და პარლამენტის შენობას პიროტექნიკა, ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.