https://sputnik-georgia.com/20250110/tbilissi-atasobit-abonenti-uwylod-darca-kompania-qselis-did-avariaze-saubrobs-291715009.html
თბილისში ათასობით აბონენტი უწყლოდ დარჩა - კომპანია ქსელზე მომხდარ დიდ ავარიაზე საუბრობს
თბილისში ათასობით აბონენტი უწყლოდ დარჩა - კომპანია ქსელზე მომხდარ დიდ ავარიაზე საუბრობს
Sputnik საქართველო
დაზიანებულ მონაკვეთზე 6 მეტრის სიღრმეზე რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. 10.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-10T23:23+0400
2025-01-10T23:23+0400
2025-01-11T12:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
gwp
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868822_0:154:2049:1306_1920x0_80_0_0_5e98589d271afba2828c0a30f398896f.jpg
თბილისი, 10 იანვარი— Sputnik. ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილი უწყლოდ დარჩა, მიხეილ წინამძღვრისშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელზე სერიოზული დაზიანებაა, იუწყებიან წყალგამანაწილებელ კომპანია Georgian Water and Power-ში (GWP).კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად 9 იანვრის 13:00 საათიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.დაზიანებულ მონაკვეთზე 6 მეტრის სიღრმეზე რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.სამუშაოების ფარგლებში წყალარინების ქსელის 9 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი განახლდება.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ჩუღურეთის რაიონის ათამდე ქუჩის მცხოვრებლებს. მისამართების სრული სია GWP-ს საიტზე გამოქვეყნებული.სამუშაოების დასრულებისთანავე მოსახლეობას წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება, რის შესახებაც კომპანია აბონენტებს დამატებით აცნობებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868822_82:0:1899:1363_1920x0_80_0_0_7da161c28dae638e926a937cfecb87af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, gwp
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, gwp
თბილისში ათასობით აბონენტი უწყლოდ დარჩა - კომპანია ქსელზე მომხდარ დიდ ავარიაზე საუბრობს
23:23 10.01.2025 (განახლებულია: 12:41 11.01.2025) დაზიანებულ მონაკვეთზე 6 მეტრის სიღრმეზე რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 10 იანვარი— Sputnik. ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილი უწყლოდ დარჩა, მიხეილ წინამძღვრისშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელზე სერიოზული დაზიანებაა, იუწყებიან წყალგამანაწილებელ კომპანია Georgian Water and Power-ში (GWP).
კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად 9 იანვრის 13:00 საათიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
დაზიანებულ მონაკვეთზე 6 მეტრის სიღრმეზე რთული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი სხვა საკომუნიკაციო ქსელების გამო წყალარინების ქსელის აღდგენითი პროცესი უსაფრთხოების დამატებითი ნორმების გათვალისწინებას მოითხოვს და სტანდარტის სრული დაცვით ტარდება, რაც ახანგრძლივებს სამუშაო პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოების ფარგლებში წყალარინების ქსელის 9 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი განახლდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ჩუღურეთის რაიონის ათამდე ქუჩის მცხოვრებლებს. მისამართების სრული სია GWP-ს საიტზე გამოქვეყნებული.
სამუშაოების დასრულებისთანავე მოსახლეობას წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება, რის შესახებაც კომპანია აბონენტებს დამატებით აცნობებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.