https://sputnik-georgia.com/20250110/kvaracxeliam-travma-moisusa-da-veronastan-matcistvis-mzad-aris-291703649.html
კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად არის
კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად არის
Sputnik საქართველო
„ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა ქვარაცხელია, ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩების სერიის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა. 10.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-10T11:41+0400
2025-01-10T11:41+0400
2025-01-10T11:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294542_0:134:1426:936_1920x0_80_0_0_5f8c6b69d77fbc3395a0ff7b5ec05751.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში „ვერონასთან“ თამაშისთვის მზადაა, იტყობინება Sky Sport Italia.ქართველმა ფეხბურთელმა 2024 წლის 8 დეკემბერს, „ლაციოსთან“ მატჩში მუხლი დაიზიანა. ამის გამო კვარაცხელიამ ოთხი მატჩი გამოტოვა. ერთ-ერთი ასეთი მატჩი 4 იანვარს „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გაიმართა. ანტონიო კონტეს გუნდმა ეს თამაში ანგარიშით 3:0 მოიგო.მატჩი „ნაპოლი“ – „ვერონა“ 12 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.19 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 44 ქულით ლიდერობს. შემდეგ მოდის „ატალანტა“, რომელსაც 18 მატჩის შემდეგ 41 ქულა აქვს. „ვერონა“ 19 ქულით მე-15 ადგილზეა.სერია A-ს მიმდინარე სეზონზე ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294542_0:0:1426:1069_1920x0_80_0_0_62755d61a78a50dad550e7b2351cdd99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად არის
„ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა ქვარაცხელია, ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩების სერიის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში „ვერონასთან“ თამაშისთვის მზადაა, იტყობინება Sky Sport Italia.
ქართველმა ფეხბურთელმა 2024 წლის 8 დეკემბერს, „ლაციოსთან“ მატჩში მუხლი დაიზიანა. ამის გამო კვარაცხელიამ ოთხი მატჩი გამოტოვა. ერთ-ერთი ასეთი მატჩი 4 იანვარს „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გაიმართა. ანტონიო კონტეს გუნდმა ეს თამაში ანგარიშით 3:0 მოიგო.
„კარგი ამბავია ანტონიო კონტეს გუნდის ორი წევრის შესახებ. მატიას ოლივერა თავს უკეთ გრძნობს. გაუმჯობესების ნიშნები დაეტყო ქართველ ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომლის ტკივილი კონტროლს ექვემდებარება. ანტონიო კონტე და მისი შტაბი გადაწყვეტს, „ვერონასთან“ რომელი ითამაშებს“, - იუწყება გამოცემა.
მატჩი „ნაპოლი“ – „ვერონა“ 12 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
19 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 44 ქულით ლიდერობს. შემდეგ მოდის „ატალანტა“, რომელსაც 18 მატჩის შემდეგ 41 ქულა აქვს. „ვერონა“ 19 ქულით მე-15 ადგილზეა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონზე ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.