https://sputnik-georgia.com/20250109/saqartveloshi-satvirtoebis-importi-rekordul-machvenebelzea-291685811.html
საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
Sputnik საქართველო
იმპორტი ძირითადად განხორციელდა ჩინეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან და ა.შ. 09.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-09T11:00+0400
2025-01-09T11:00+0400
2025-01-09T11:00+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288091293_0:86:3072:1814_1920x0_80_0_0_616985c87643ba7afc50d2ab9fb94ae2.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 198,4 მლნ დოლარის ღირებულების სატვირთო ავტომობილები შეიძინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,7%-ით მეტია, რაც ბოლო 15 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ჯამში, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ 16.085 ერთეული სატვირთო შეიძინა. 2023 წლის 11 თვეში იმპორტირებული იქნა 154.185 მლნ დოლარის ღირებულების 14,491 ერთეული სატვირთო ავტომობილი.იმპორტი ძირითადად განხორციელდა ჩინეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან და ა.შ.საქართველოში სატვირთოების ექსპორტიორი ტოპ-ხუთი ქვეყანა:საქართველო სატვირთო მანქანებს ასევე ყიდულობს იაპონიაში, პოლონეთში, ბელგიაში და ა.შ.გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში რეექსპორტიც რეკორდული იყო. 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 54,7 მილიონი აშშ დოლარის (+26,9%) ღირებულების 4,683 ერთეული სატვირთო მანქანა (+16,4%). 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი.შეზღუდვა დაწესდა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს. ამ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია იმ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მითითებულ სტანდარტს.ამასთან, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტზე რამდენიმე წელია დადგენილია ევრო 5-ის სტანდარტი.გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც საქართველოში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ მანქანებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288091293_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b2484cc4e0348f6a488e6acbf402d376.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
იმპორტი ძირითადად განხორციელდა ჩინეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან და ა.შ.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 198,4 მლნ დოლარის ღირებულების სატვირთო ავტომობილები შეიძინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,7%-ით მეტია, რაც ბოლო 15 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ჯამში, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ 16.085 ერთეული სატვირთო
შეიძინა. 2023 წლის 11 თვეში იმპორტირებული იქნა 154.185 მლნ დოლარის ღირებულების 14,491 ერთეული სატვირთო ავტომობილი.
იმპორტი ძირითადად განხორციელდა ჩინეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან და ა.შ.
საქართველოში სატვირთოების ექსპორტიორი ტოპ-ხუთი ქვეყანა:
ჩინეთი - 49,250 მლნ დოლარის 1,248 ერთეული
გერმანია - 40,625 მლნ დოლარის 4,609 ერთეული
თურქეთი - 30,304 მლნ დოლარის 625 ერთეული
ნიდერლანდები - 14,735 მლნ დოლარის 2,449 ერთეული
საფრანგეთი - 11,631 მლნ დოლარის 851 ერთეული.
საქართველო სატვირთო მანქანებს ასევე ყიდულობს იაპონიაში, პოლონეთში, ბელგიაში და ა.შ.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში რეექსპორტიც რეკორდული იყო. 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 54,7 მილიონი აშშ დოლარის (+26,9%) ღირებულების 4,683 ერთეული სატვირთო მანქანა (+16,4%).
2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი.
შეზღუდვა დაწესდა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს. ამ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია იმ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მითითებულ სტანდარტს.
ამასთან, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტზე რამდენიმე წელია დადგენილია ევრო 5-ის სტანდარტი.
გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც საქართველოში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ მანქანებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.