სემეკმა მოქალაქეებს ორ მილიონამდე უკანონოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა

© photo: Sputnikსემეკის ლოგო
სემეკის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2025
გამოწერა
სემეკ-მა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების უმეტესი ნაწილი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 2024 წელს უსაფუძვლოდ დარიცხული ორ მილიონ ლარამდე ჩამოაწერა, ნათქვამია საქართველოს უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც კომისიაში განმარტავენ, სემეკ-მა 2024 წლის განმავლობაში 50 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 274 საკითხი განიხილა.
მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.
სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, განხილული საკითხების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
„2024 წელს, სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, მომარაგების ხშირ წყვეტებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებსა და პროცედურებს. სემეკის გადაწყვეტილებებით, გასულ წელს ჯამში მოქალაქეებს ჩამოეწერათ 2 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები”, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 1.239.570 ლარი.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან ოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.
ყველა ახალი ამბავი
0