https://sputnik-georgia.com/20250108/saqartvelosi-uktainidan-moldovis-gavlit-asafetqebeli-unda-camoetanat-291680675.html
საქართველოში უკრაინიდან მოლდოვის გავლით ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ჩამოეტანათ - მედია
საქართველოში უკრაინიდან მოლდოვის გავლით ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ჩამოეტანათ - მედია
Sputnik საქართველო
ასაფეთქებელი აღმოაჩინეს საგანში, რომელიც ფორმით სათამაშო მანქანას ჰგავდა 08.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-08T12:57+0400
2025-01-08T12:57+0400
2025-01-08T13:24+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
მოლდოვა
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279140203_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_3841f73879ef037a9bdcf8433f3818f8.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. კიშინიოვის აეროპორტში საფოსტო გზავნილებს შორის აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინიდან იყო გაგზავნილი და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, იუწყება „რია ნოვოსტი“ მოლდოვის „პირველ ტელეარხზე“ დაყრდნობით.მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, 7 იანვარს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საფოსტო გზავნილების გაფორმებისას სათამაშო მანქანის მსგავსი ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ კომპონენტებს შეიცავდა.„საშიში ნივთი იყო მოთავსებული უკრაინიდან გამოგზავნილ ამანათში, და უნდა გაგზავნილიყო თბილისში. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ბარგის შემოწმებამ საფრთხე გამოავლინა“, - იტყობინება ტელეკომპანია წყაროებზე დაყრდნობით.ამანათი თვითმფრინავში განთავსებამდე ამოიღეს.ამის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, ობიექტი გააჩერეს სკანირების აპარატში. საჭირო გახდა ტექნიკურ-კრიმინალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის თანამშრომლების ჩარევა, რომლებმაც საეჭვო ობიექტის იდენტიფიცირება და განეიტრალება მოახდინეს“, - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალება უსაფრთხო პირობებში მოხდა ისე, რომ მგზავრებისა და აეროპორტის თანამშრომლების მუშაობას საფრთხე არ შეექმნა. უწყების ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა პროფესიონალიზმისა და ოპერატიული ჩარევის წყალობით.სასაზღვრო პოლიცია იუწყება, რომ ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
მოლდოვა
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279140203_125:0:2854:2047_1920x0_80_0_0_c7a7e80d6ed51d5886913b3ab21dceaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მოლდოვა, უკრაინა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, მოლდოვა, უკრაინა
საქართველოში უკრაინიდან მოლდოვის გავლით ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ჩამოეტანათ - მედია
12:57 08.01.2025 (განახლებულია: 13:24 08.01.2025) ასაფეთქებელი აღმოაჩინეს საგანში, რომელიც ფორმით სათამაშო მანქანას ჰგავდა
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. კიშინიოვის აეროპორტში საფოსტო გზავნილებს შორის აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინიდან იყო გაგზავნილი და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, იუწყება „რია ნოვოსტი“ მოლდოვის „პირველ ტელეარხზე“ დაყრდნობით.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, 7 იანვარს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საფოსტო გზავნილების გაფორმებისას სათამაშო მანქანის მსგავსი ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ კომპონენტებს შეიცავდა.
„საშიში ნივთი იყო მოთავსებული უკრაინიდან გამოგზავნილ ამანათში, და უნდა გაგზავნილიყო თბილისში. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ბარგის შემოწმებამ საფრთხე გამოავლინა“, - იტყობინება ტელეკომპანია წყაროებზე დაყრდნობით.
ამანათი თვითმფრინავში განთავსებამდე ამოიღეს.
ამის შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, ობიექტი გააჩერეს სკანირების აპარატში. საჭირო გახდა ტექნიკურ-კრიმინალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის თანამშრომლების ჩარევა, რომლებმაც საეჭვო ობიექტის იდენტიფიცირება და განეიტრალება მოახდინეს“, - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.
ასაფეთქებელი მოწყობილობის განეიტრალება უსაფრთხო პირობებში მოხდა ისე, რომ მგზავრებისა და აეროპორტის თანამშრომლების მუშაობას საფრთხე არ შეექმნა. უწყების ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა პროფესიონალიზმისა და ოპერატიული ჩარევის წყალობით.
სასაზღვრო პოლიცია იუწყება, რომ ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.