https://sputnik-georgia.com/20250108/saqartvelos-sagadasaxdelo-balansis-mimdinare-angarisi-proficituria-axali-statistika-291679635.html
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტური გახდა: ახალი სტატისტიკა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტური გახდა: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს 08.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-08T10:44+0400
2025-01-08T10:44+0400
2025-01-09T04:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251628_0:0:3138:1765_1920x0_80_0_0_a14b0dfe99584ee575e4433b9a4c3a5c.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2024 წლის მესამე კვარტალში 61,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად მეორე კვარტალში 75,1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან მიმართებაში გაუმჯობესდა -0,2%-დან 00,7%-მდე.მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ მესამე კვარტალში შეადგინა 1,5 მლრდ დოლარი, რაც 6,9%-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 9,9%-ით გაიზარდა.მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2024 წლის მესამე კვარტალში 1,6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია და 636 მლნ აშშ დოლარი იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 42,2%-ით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი - 0,4%-ით.მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13,4%-ით შემცირდა და 2024 წლის მესამე კვარტალში 845,6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 13,8 პროცენტით შემცირდა 794,2 მლნ აშშ დოლარამდე.წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 80,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 0,9 პროცენტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251628_409:0:3138:2047_1920x0_80_0_0_afc336c30ed80c36e7eb5689d7bc0cf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტური გახდა: ახალი სტატისტიკა
10:44 08.01.2025 (განახლებულია: 04:19 09.01.2025) მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2024 წლის მესამე კვარტალში 61,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად მეორე კვარტალში 75,1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან მიმართებაში გაუმჯობესდა -0,2%-დან 00,7%-მდე.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ მესამე კვარტალში შეადგინა 1,5 მლრდ დოლარი, რაც 6,9%-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 9,9%-ით გაიზარდა.
მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2024 წლის მესამე კვარტალში 1,6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.
2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია და 636 მლნ აშშ დოლარი იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 42,2%-ით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი - 0,4%-ით.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13,4%-ით შემცირდა და 2024 წლის მესამე კვარტალში 845,6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 13,8 პროცენტით შემცირდა 794,2 მლნ აშშ დოლარამდე.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 80,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 0,9 პროცენტია.