https://sputnik-georgia.com/20250107/saqartvelo-qristeshobas-zeimobs-291665303.html
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
Sputnik საქართველო
თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება. 07.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-07T10:29+0400
2025-01-07T10:29+0400
2025-01-07T13:52+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/08/285494382_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_801cb16f7b218dbafd6e86e7169469ee.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა.ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.შობას საქართველოს მცხოვრებნი ფანჯრებთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ. ამ ტრადიციის დამკვიდრებისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს რამდენიმე წლის წინ მოუწოდა და იგი უკვე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა.დღეს, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/08/285494382_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5c5404af399f802fb3b2630175b39a4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
10:29 07.01.2025 (განახლებულია: 13:52 07.01.2025) თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.
შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
შობას საქართველოს მცხოვრებნი ფანჯრებთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ. ამ ტრადიციის დამკვიდრებისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს რამდენიმე წლის წინ მოუწოდა და იგი უკვე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა.
დღეს, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.