https://sputnik-georgia.com/20250107/rodis-unda-velodot-gripis-virusis-piks-chxaidzis-ganmarteba-291670693.html
როდის უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსების პიკს საქართველოში? ექიმის განმარტება
როდის უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსების პიკს საქართველოში? ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსი ანუ „ღორის გრიპი“ დომინირებს. 07.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-07T11:39+0400
2025-01-07T11:39+0400
2025-01-07T11:39+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_0:120:3068:1847_1920x0_80_0_0_c14664f50f8f34c7fe9dac80b59de594.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.ჩხაიძის თქმით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე მატულობს და გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ამასთან, 2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსი ანუ „ღორის გრიპი“ დომინირებს.H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია.მისი თქმით, გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა - 38 გრადუსი და მეტი, გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა. ყოველივე ეს, ჯამში, ხდება მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელი. „ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, თუმცა, მათი მიმდინარეობა არ არის ასე მძიმე. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია 2 წლამდე ბავშვებისთვის. უმჯობესია პედიატრი ან ოჯახის ექიმი ბავშვის მართვაში პირველივე დღიდან იყოს ჩართული", - განაცხადა ჩხაიძემ.როგორც ადრე ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დონე საკმაოდ დაბალია - ქვეყანაში შემოტანილი 200 ათასი დოზიდან მხოლოდ 130 ათასი დოზაა გამოყენებული.„ვისთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, რეკომენდაცია რჩება სტანდარტული: ეს არის ნიღბების ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთხების ხშირი განიავება და, რაც მთავარია, კონტაქტების თავიდან აცილება", - განაცხადა ჩხაიძემ.მან აღნიშნა, რომ გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_e97d19725a3158d6db201096ad30d4b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის უნდა ველოდოთ გრიპის ვირუსების პიკს საქართველოში? ექიმის განმარტება
2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსი ანუ „ღორის გრიპი“ დომინირებს.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
ჩხაიძის თქმით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე მატულობს და გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ამასთან, 2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსი ანუ „ღორის გრიპი“ დომინირებს.
H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია.
„საქართველოში გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატებაა. მოსალოდნელია, რომ ეს ზრდა მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება და, სავარაუდოდ, პიკს იანვარში მიაღწევს", - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა - 38 გრადუსი და მეტი, გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა. ყოველივე ეს, ჯამში, ხდება მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელი.
„ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, თუმცა, მათი მიმდინარეობა არ არის ასე მძიმე. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია 2 წლამდე ბავშვებისთვის. უმჯობესია პედიატრი ან ოჯახის ექიმი ბავშვის მართვაში პირველივე დღიდან იყოს ჩართული", - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ადრე ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დონე საკმაოდ დაბალია - ქვეყანაში შემოტანილი 200 ათასი დოზიდან მხოლოდ 130 ათასი დოზაა გამოყენებული.
„ვისთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, რეკომენდაცია რჩება სტანდარტული: ეს არის ნიღბების ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთხების ხშირი განიავება და, რაც მთავარია, კონტაქტების თავიდან აცილება", - განაცხადა ჩხაიძემ.
მან აღნიშნა, რომ გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.