კობახიძე: შობა განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებასა და ნათელი მომავლის რწმენას

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2025
გამოწერა
საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, ბედნიერება და სიყვარული უსურვა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება.
„გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას – ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის, 6-7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
ყველა ახალი ამბავი
0