https://sputnik-georgia.com/20250107/kobaxidze-pia-kaumam-sheigrzno-liberaluri-pashizmis-epeqti-291672462.html
კობახიძე: პია კაუმამ თავად შეიგრძნო „ლიბერალური ფაშიზმის" ეფექტი
კობახიძე: პია კაუმამ თავად შეიგრძნო „ლიბერალური ფაშიზმის" ეფექტი
Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს 8-10 იანვარს გეგმავდა. 07.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-07T17:49+0400
2025-01-07T17:49+0400
2025-01-07T19:06+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო - ეუთო
ეუთო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/06/291658982_0:329:1200:1004_1920x0_80_0_0_b1e211a4562ca5a2c9933bb0bbad31db.jpg
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ჩვენ თავის დროზე პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს „ლიბერალური ფაშიზმი" და რეალურად თავად შეიგრძნო ყველაზე კარგად მისი ეფექტი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ სოციალური ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დროებით გადადო 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში იმ დრომდე, როცა „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“. ეს გადაწყვეტილება მან „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ“ მიიღო. კაუმას თქმით, საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მზად არის მოუსმინოს ყველა მხარეს და დაეხმაროს არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაში.მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაინახა, რომ ლიბერალური ფაშიზმი მასშტაბურად კოორდინირებულია და ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა.მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს დახმარების სურვილისთვის. კობახიძის განმარტებით, სწორედ ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდეს. „ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებს“, - აღნიშნულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სახელზე დაწერილ ერთობლივ წერილში.პია კაუმას წერილით მიმართა ასევე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელმაც თბილისში ვიზიტის მიზნებისა და ვადების გადახედვისკენ მოუწოდა.მანამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადახედვისკენ მოუწოდა. აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმაც მოუწოდა პია კაუმას, არ შეხვედროდა თბილისში „ერთპარტიულ რეჟიმს“, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ვადამდელ არჩევნებზე საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.იმის შესახებ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოში 8-დან 10 იანვრამდე ვიზიტს გეგმავდა, სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარმა რიჩარდ კოლსმა ადრე დაწერა.ეუთო/ოდირის მისიის საბოლოო დასკვნის მიხედვით, საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, მაგრამ დაფიქსირდა დარღვევები და შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დომინანტური ფინანსური როლი.საქართველოს ხელისუფლებამ მისიის ანგარიში არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამით ბოლო მოეღო უთანხმოებებს ამ თემაზე. იმავდროულად, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს იყო ოდირის ყველაზე უარყოფითი ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში.ექს-პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამაოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ საარჩევნო უბნების 2/3-ზე არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა - ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ არსებული წრის გასაფერადებლად.ორი ინსტანციის სასამართლოსთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებისთვის ბიულეტენთან ერთად გაცემული ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.ეუთოს მისიის შემაჯამებელ დასკვნაში ნათქვამია, რომ 24%-ში ფარულობის პრინციპი იყო პოტენციურად დარღვეული - ბიულეტენების ურნაში მოთავსების მეთოდის, საარჩევნო უბნების შეუსაბამო დაგეგმარებისა და ბიულეტენების უკანა მხრიდან მარკერის ხილული კვალის გამო.საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/06/291658982_0:216:1200:1116_1920x0_80_0_0_93256808e2e989bd23a37a151d512420.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო, ახალი ამბები
კობახიძე: პია კაუმამ თავად შეიგრძნო „ლიბერალური ფაშიზმის" ეფექტი
17:49 07.01.2025 (განახლებულია: 19:06 07.01.2025) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს 8-10 იანვარს გეგმავდა.
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ჩვენ თავის დროზე პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს „ლიბერალური ფაშიზმი" და რეალურად თავად შეიგრძნო ყველაზე კარგად მისი ეფექტი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ სოციალური ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დროებით გადადო 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში იმ დრომდე, როცა „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“. ეს გადაწყვეტილება მან „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ“ მიიღო. კაუმას თქმით, საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მზად არის მოუსმინოს ყველა მხარეს და დაეხმაროს არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაში.
მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაინახა, რომ ლიბერალური ფაშიზმი მასშტაბურად კოორდინირებულია და ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა.
„ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ლიბერალური ფაშიზმი არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ „ლიბერალურ ფაშიზმში“ მოიაზრება ტყუილი, განსხვავებული მოსაზრების სრული მიუღებლობა და უცხოური დაფინანსების დახმარებით საზოგადოებაში სიძულვილის ენის დათესვა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს დახმარების სურვილისთვის. კობახიძის განმარტებით, სწორედ ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას და მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია", - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდეს. „ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებს“, - აღნიშნულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სახელზე დაწერილ ერთობლივ წერილში.
პია კაუმას წერილით მიმართა ასევე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელმაც თბილისში ვიზიტის მიზნებისა და ვადების გადახედვისკენ მოუწოდა.
მანამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადახედვისკენ მოუწოდა. აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმაც მოუწოდა პია კაუმას, არ შეხვედროდა თბილისში „ერთპარტიულ რეჟიმს“, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ვადამდელ არჩევნებზე საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.
იმის შესახებ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოში 8-დან 10 იანვრამდე ვიზიტს გეგმავდა, სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარმა რიჩარდ კოლსმა ადრე დაწერა.
ეუთო/ოდირის მისიის საბოლოო დასკვნის მიხედვით, საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, მაგრამ დაფიქსირდა დარღვევები და შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დომინანტური ფინანსური როლი.
საქართველოს ხელისუფლებამ მისიის ანგარიში არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამით ბოლო მოეღო უთანხმოებებს ამ თემაზე. იმავდროულად, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს იყო ოდირის ყველაზე უარყოფითი ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში.
ექს-პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამაოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ საარჩევნო უბნების 2/3-ზე არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა - ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ არსებული წრის გასაფერადებლად.
ორი ინსტანციის სასამართლოსთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებისთვის ბიულეტენთან ერთად გაცემული ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ეუთოს მისიის შემაჯამებელ დასკვნაში ნათქვამია, რომ 24%-ში ფარულობის პრინციპი იყო პოტენციურად დარღვეული - ბიულეტენების ურნაში მოთავსების მეთოდის, საარჩევნო უბნების შეუსაბამო დაგეგმარებისა და ბიულეტენების უკანა მხრიდან მარკერის ხილული კვალის გამო.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილების აღსრულება 25 ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.