https://sputnik-georgia.com/20250107/kavelashvili-vecdebi-sazogadoeba-gavaertiano-sikvarulit-291670258.html
ყაველაშვილი: ვეცდები, ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით
ყაველაშვილი: ვეცდები, ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით
Sputnik საქართველო
საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ. 07.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-07T12:17+0400
2025-01-07T12:17+0400
2025-01-07T12:17+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061021_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_716e338e75facb235bcafc94323684e1.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც, მისი თქმით, ყოველთვის ყურადსაღებია, მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას.„აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის, 6-7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061021_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_68033bcdd4741e00af89e98860fa2ef2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
ყაველაშვილი: ვეცდები, ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით
საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს, ჩვენს ოჯახებს, ქრისტეშობის მადლი შეეწიოს ყველას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც, მისი თქმით, ყოველთვის ყურადსაღებია, მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას.
„აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის, 6-7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.