https://sputnik-georgia.com/20250107/hmpv-daavadebata-kontrolis-centri-gancxadebas-avrcelebs-291671183.html
HMPV ვირუსის სიმპტომები: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
HMPV ვირუსის სიმპტომები: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის... 07.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-07T15:00+0400
2025-01-07T15:00+0400
2025-01-07T15:00+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559719_0:166:3053:1883_1920x0_80_0_0_a38a5defbeb54f40f40e5713fefcb6d5.jpg
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ის ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთთანმიმდევრულმა ინფიცირებამ, შესაძლოა, დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებსა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.უწყების ცნობით, გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში გრიპის (განსაკუთრებით A H1p-ის) წილი ბოლო ოთხი კვირაა მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. გარდა ამისა, ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები, რომელთა გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის.რაც შეეხება ადამიანის მეტაპნევმოვირუსს (HMPV), ცენტრის განცხადებით, ჩინეთში HMPV-ის შემთხვევები მატულობს, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება.ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) დამახასიათებელი სიმპტომებია:დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება. იშვიათად ვირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგალითად ბრონქიტი და პნევმონია.HMPV ვირუსი თავდაპირველად დაფიქსირდა 2001 წელს. ის დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები.დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.უწყების ცნობით, HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება კი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაა.HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 4 ნოემბრიდან უფასოდ ტარდება. ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით არის შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559719_161:0:2892:2048_1920x0_80_0_0_112ef0c0f296f1dc467ed61010c87767.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
HMPV ვირუსის სიმპტომები: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ის ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთთანმიმდევრულმა ინფიცირებამ, შესაძლოა, დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებსა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.
უწყების ცნობით, გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში გრიპის (განსაკუთრებით A H1p-ის) წილი ბოლო ოთხი კვირაა მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. გარდა ამისა, ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები, რომელთა გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის.
რაც შეეხება ადამიანის მეტაპნევმოვირუსს (HMPV), ცენტრის განცხადებით, ჩინეთში HMPV-ის შემთხვევები მატულობს, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება.
ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) დამახასიათებელი სიმპტომებია:
ცხვირით სუნთქვის გაძნელება/შეშუპება
დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება. იშვიათად ვირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგალითად ბრონქიტი და პნევმონია.
HMPV ვირუსი თავდაპირველად დაფიქსირდა 2001 წელს. ის დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
უწყების ცნობით, HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება კი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაა.
HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;
მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებთან;
დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება;
ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში;
ხშირად გაანიავეთ შიდა სივრცეები და მოერიდეთ არასაჭირო მჭიდრო კონტაქტს;
დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველის და ცემინების დროს; მოერიდეთ ჭურჭლის სხვებთან გაზიარებას.
საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 4 ნოემბრიდან უფასოდ ტარდება. ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით არის შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.