https://sputnik-georgia.com/20250107/basilashvilma-avstraliis-gia-pirveloba-gamarjvebit-daiwyo-291678022.html
ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო
ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო
Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა შეხვედრა 1 საათსა და 14 წუთში ორ სეტში - 6:1, 6:4 მოიგო. 07.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-07T19:50+0400
2025-01-07T19:50+0400
2025-01-07T21:05+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422359_0:0:2899:1631_1920x0_80_0_0_4c0f64caa374912bc6675a608e6bdf68.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი მეტოქე, 16 წლის კრუზ ჰიუიტი დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".კრუზ ჰიუიტი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1263-ე ადგილზეა, რაც შეეხება ბასილაშვილს, იგი 210-ე პოზიციაზეა.ბასილაშვილმა შეხვედრა 1 საათსა და 14 წუთში ორ სეტში - 6:1, 6:4 მოიგო.საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში გავიდა ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც რეიტინგში 213-ე ადგილზეა. პირველ შეხვედრაში მან ხორვატი მეტოქე ანტონია რუზიჩი 2 საათსა და 6 წუთში სამ სეტში - 3:6, 6:3, 6:3 დაამარცხა.Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი 6 იანვარს აიღო და 10 იანვრამდე გაგრძელდება. ძირითადი მატჩები 12-დან 26 იანვრამდე გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 96 მლნ დოლარზე მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422359_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_6e9e81d0cd44cc5be54e40c49a700a43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო
19:50 07.01.2025 (განახლებულია: 21:05 07.01.2025) ბასილაშვილმა შეხვედრა 1 საათსა და 14 წუთში ორ სეტში - 6:1, 6:4 მოიგო.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი მეტოქე, 16 წლის კრუზ ჰიუიტი დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".
კრუზ ჰიუიტი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1263-ე ადგილზეა, რაც შეეხება ბასილაშვილს, იგი 210-ე პოზიციაზეა.
ბასილაშვილმა შეხვედრა 1 საათსა და 14 წუთში ორ სეტში - 6:1, 6:4 მოიგო.
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილს კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდება. კვალიფიკაციის მეორე წრეში ჩოგბურთელი ალიბეკ კაჩმაზოვს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 197-ე ადგილზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში გავიდა ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც რეიტინგში 213-ე ადგილზეა. პირველ შეხვედრაში მან ხორვატი მეტოქე ანტონია რუზიჩი 2 საათსა და 6 წუთში სამ სეტში - 3:6, 6:3, 6:3 დაამარცხა.
Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი 6 იანვარს აიღო და 10 იანვრამდე გაგრძელდება. ძირითადი მატჩები 12-დან 26 იანვრამდე გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 96 მლნ დოლარზე მეტია.