შობა საქართველოში: თბილისში „ალილო" გაიმართა

გამოწერა
თბილისში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. იხილეთ მნიშვნელოვანი მოვლენის კადრები Sputnik-ის ვიდეოში
მსვლელობა, რომლის მთავარი მონაწილეები ანგელოზთა კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები იყვნენ, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდა, სადაც საშობაო წირვა აღევლინა.
„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
ყველა ახალი ამბავი
0