თბილისში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. იხილეთ მნიშვნელოვანი მოვლენის კადრები Sputnik-ის ფოტოლენტაში 07.01.2025-ს, Sputnik საქართველო
მსვლელობა, ტრადიციულად, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდა, სადაც საშობაო წირვა აღევლინა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
თბილისში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. იხილეთ მნიშვნელოვანი მოვლენის კადრები Sputnik-ის ფოტოლენტაში
მსვლელობა, ტრადიციულად, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდა, სადაც საშობაო წირვა აღევლინა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
თუმცა საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საშობაო საქველმოქმედო მსვლელობები აიკრძალა, ტრადიცია მხოლოდ 90-იან წლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით აღდგა.
თბილისში, ტრადიციულად, „ალილოს“ მონაწილეები იკრიბებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით მოივლიან ქალაქის ცენტრს - რუსთაველის გამზირს პარლამენტის შენობის წინ, თავისუფლების მოედანს და პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს.