https://sputnik-georgia.com/20250106/ruset-ukrainis-konfliqti-291662679.html
მოლაპარაკება უკრაინის გარეშე უნდა წარიმართოს - ამერიკელი ჟურნალისტი
მოლაპარაკება უკრაინის გარეშე უნდა წარიმართოს - ამერიკელი ჟურნალისტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინის გარეშე უნდა წარიმართოს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ... 06.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-06T15:03+0400
2025-01-06T15:03+0400
2025-01-06T15:03+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
რუსეთი
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/06/291662508_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_a705617767c1c47bb8ae92da33b74a92.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინის გარეშე უნდა წარიმართოს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის — კიევის დასავლეთზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯექსონ ჰინკლმა. ჰინკლის აზრით, უკრაინის ნებისმიერი ლიდერი ისევე იქნებოდა დასავლეთის მარიონეტი, როგორც ზელენსკია, რის გამოც მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის მონაწილეობა „პრინციპში საჭირო არც არის“. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივა წარმოადგინა, რომლის თანახმად, მოსკოვი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს, თუ კიევი საკუთარ შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს „რუსეთის ახალი რეგიონებიდან“, უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ქვეყანაში ჩაატარებს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას და მიიღებს ნეიტრალურ, ბლოკგარეშე და არაბირთვულ სტატუსს.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/06/291662508_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_7a36afd90be4ed042be1317e3a777418.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, პოლიტიკა, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, პოლიტიკა, აშშ
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინის გარეშე უნდა წარიმართოს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის — კიევის დასავლეთზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯექსონ ჰინკლმა.
„უკრაინა საერთოდ არ უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში. ვფიქრობ, ის უნდა შედგეს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის, რადგან ომი აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს... აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომს უკვე წლებია აწარმოებს და რაც დრო გადის, ესკალაცია სულ უფრო იზრდება“, — მიიჩნევს ის.
ჰინკლის აზრით, უკრაინის ნებისმიერი ლიდერი ისევე იქნებოდა დასავლეთის მარიონეტი, როგორც ზელენსკია, რის გამოც მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის მონაწილეობა „პრინციპში საჭირო არც არის“.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივა წარმოადგინა, რომლის თანახმად, მოსკოვი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს, თუ კიევი საკუთარ შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს „რუსეთის ახალი რეგიონებიდან“, უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, ქვეყანაში ჩაატარებს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას და მიიღებს ნეიტრალურ, ბლოკგარეშე და არაბირთვულ სტატუსს.