https://sputnik-georgia.com/20250105/the-guardian-kvaracxelia-da-mamardashvili-sauketeso-pexburtelebs-shoris-dasaxelda-291652250.html
The Guardian: კვარაცხელია და მამარდაშვილი პლანეტის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგშია
The Guardian: კვარაცხელია და მამარდაშვილი პლანეტის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგშია
Sputnik საქართველო
კვარაცხელია რეიტინგში 49-ე ადგილზე, მამარდაშვილი კი მე-80 პოზიციაზეა. 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T10:58+0400
2025-01-05T10:58+0400
2025-01-05T10:58+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_0:0:2382:1341_1920x0_80_0_0_2013d983f410fb32ca7a7e093cd60c01.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი - იტალური „ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და ესპანური „ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდნენ.კვარაცხელია რეიტინგში 49-ე ადგილზე, მამარდაშვილი კი მე-80 პოზიციაზეა.The Guardian-ის ვერსიით, 2024 წლის ფეხბურთელების ტოპ-10 ასე გამოიყურება:მამარდაშვილი ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველად მოხვდა, კვარაცხელია კი საუკეთესოთა სიაში გასულ წელსაც დასახელდა.2024 წლის აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.იგი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგში პირველ ადგილზეა - მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_194:0:2311:1588_1920x0_80_0_0_8c1fbc3217a64323db9b63d093c34a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
The Guardian: კვარაცხელია და მამარდაშვილი პლანეტის 100 საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგშია
კვარაცხელია რეიტინგში 49-ე ადგილზე, მამარდაშვილი კი მე-80 პოზიციაზეა.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი - იტალური „ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და ესპანური „ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდნენ.
კვარაცხელია რეიტინგში 49-ე ადგილზე, მამარდაშვილი კი მე-80 პოზიციაზეა.
The Guardian-ის ვერსიით, 2024 წლის ფეხბურთელების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1.
როდრი („მანჩესტერ სიტი")
3.
ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი")
4.
ლამინ იამალი („ბარსელონა")
5.
ჯუდ ბელინგემი („რეალი")
6.
ჰარი კეინი („ბავარია")
7.
ლაუტარო მარტინესი („ინტერი")
8.
ფლორიან ვირცი („ლევერკუზენი")
9.
დანი კარვაჰალი („რეალი")
10.
კილიან მბაპე („რეალი").
მამარდაშვილი ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველად მოხვდა, კვარაცხელია კი საუკეთესოთა სიაში გასულ წელსაც დასახელდა.
2024 წლის აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
იგი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების რეიტინგში პირველ ადგილზეა - მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.