https://sputnik-georgia.com/20250105/kobaxidze-saberioshi-momxdar-tragedias-exmaureba-291655478.html
კობახიძე: საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს ტკივილი მიაყენა
კობახიძე: საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს ტკივილი მიაყენა
Sputnik საქართველო
საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრას ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T19:15+0400
2025-01-05T19:15+0400
2025-01-05T19:15+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290549643_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_58230392b56c2230d81d12c192a24ac1.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სოფელ საბერიოში, ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვრის დილას მოხდა- საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმელის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290549643_61:0:1198:853_1920x0_80_0_0_af3f9c139e57c70b8b2d6efae26bd61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს ტკივილი მიაყენა
საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრას ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სოფელ საბერიოში, ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვრის დილას მოხდა- საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმელის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო.
ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.