https://sputnik-georgia.com/20250105/galshi-xanzars-xuti-bavshvi-emsxverpla-291654914.html
ტრაგედია გალში: ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა
ტრაგედია გალში: ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი". 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T17:04+0400
2025-01-05T17:04+0400
2025-01-05T17:04+0400
საქართველო
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1f/285361948_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b29845103ed4316ded357374beefba60.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი".ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვარს მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმელის დანთებისას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმელის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა.„მშობლები ზუგდიდში წავიდნენ, ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია, დახმარების სათხოვნელად, მეზობლებთან გაიქცა, მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. მთელი სოფელი გლოვობს", - განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1f/285361948_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c2143df2123b997454dba8e59fce57f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
ტრაგედია გალში: ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი".
ტრაგიკული შემთხვევა 5 იანვარს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში შეშის ღუმელის დანთებისას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, ბებიამ ღუმელის დანთებისას შეცდომით ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა.
„მშობლები ზუგდიდში წავიდნენ, ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია, დახმარების სათხოვნელად, მეზობლებთან გაიქცა, მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. მთელი სოფელი გლოვობს", - განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
ბავშვები, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 7 წლის, ხოლო უმცროსი ხუთი თვის იყო, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მოხუცი კი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.