https://sputnik-georgia.com/20250105/budu-zivzivadze-haidenhaimis-pexburtelia-291654396.html
უკვე ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელია
უკვე ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელია
Sputnik საქართველო
ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T15:51+0400
2025-01-05T15:51+0400
2025-01-05T15:51+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288601113_0:56:1084:666_1920x0_80_0_0_287c5c4fd5e442c3b6db4a78f77ab7f7.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. გერმანული „კარლსრუეს" ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „ჰაინდემჰაიმში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.„კარლსრუეს“ თავდამსხმელს, რომელიც საშემოდგომო ეტაპის შემდეგ 12 გოლით მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირია, ჩინეთსა და სამხრეთ კორეის გუნდები იწვევდნენ, მაგრამ მან უფრო მაღალ დონეზე თავის დამკვიდრება და ბუნდესლიგაში თამაში ამჯობინა.„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და გერმანიის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.ზივზივაძემ „კარლსრუესთან" კონტრაქტი 2023 წლის 31 იანვარს გააფორმა. ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.2024 წლის დეკემბერში ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა გერმანული „კარლსრუეს" ქართველი თავდამსხმელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში 7,5-ქულიანი საშუალო შეფასებით მოხვდა, რაც რჩეულ თერთმეტეულში მეორე საუკეთესო შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკია – 7,6 ქულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288601113_0:0:1084:813_1920x0_80_0_0_4c73d3c2e4e81b2f37a304400648995d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
უკვე ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელია
ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. გერმანული „კარლსრუეს" ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „ჰაინდემჰაიმში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
„კარლსრუეს“ თავდამსხმელს, რომელიც საშემოდგომო ეტაპის შემდეგ 12 გოლით მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირია, ჩინეთსა და სამხრეთ კორეის გუნდები იწვევდნენ, მაგრამ მან უფრო მაღალ დონეზე თავის დამკვიდრება და ბუნდესლიგაში თამაში ამჯობინა.
„ზივზივაძის თამაშს „კარლსრუეში“ დიდი ხანი ვაკვირდებოდით, ის გასულ წელს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა თავი და 12 გოლის გატანა მოახერხა. ბუდუმ ბომბარდირული თვისებები გამოავლინა. დარწმუნებული ვართ, რომ იგი მალე შეძლებს გუნდთან შეგუებას და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა „ჰაიდენჰაიმის“ გენერალურმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდმა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და გერმანიის მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ზივზივაძემ „კარლსრუესთან" კონტრაქტი 2023 წლის 31 იანვარს გააფორმა. ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.
2024 წლის დეკემბერში ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა გერმანული „კარლსრუეს" ქართველი თავდამსხმელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში 7,5-ქულიანი საშუალო შეფასებით მოხვდა, რაც რჩეულ თერთმეტეულში მეორე საუკეთესო შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკია – 7,6 ქულა.