https://sputnik-georgia.com/20250105/avstraliis-gia-pirvelobaze-basilashvili-iasparezebs-291653825.html
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ კრუზ ჰიუიტს 7 იანვარს დაუპირისპირდება. 05.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-05T14:39+0400
2025-01-05T14:39+0400
2025-01-05T14:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_0:97:1665:1034_1920x0_80_0_0_36f38b22dc2d2b9b027d972aff6199c3.jpg
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქაართველო ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე 16 წლის კრუზ ჰიუიტი იქნება, იუწყება „პირველი არხი".ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელს 7 იანვარს დაუპირისპირდება. კრუზ ჰიუიტი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1265-ე ადგილზეა და დიდი სლემის ტურნირზე ე.წ. „ველური ბარათით“ მოხვდა.რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ჩოგბურთელმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის პირველ სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება სჭირდება.ჰიუიტის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი რუს კაჩმაზოვსა და ფრანგ ვან აშეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს ორჯერ, 2018 და 2019 წელს მოახერხა.2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_19:0:1627:1206_1920x0_80_0_0_b0f26bf6f65b2d29b841ca96b79054ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ კრუზ ჰიუიტს 7 იანვარს დაუპირისპირდება.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქაართველო ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე 16 წლის კრუზ ჰიუიტი იქნება, იუწყება „პირველი არხი".
ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელს 7 იანვარს დაუპირისპირდება. კრუზ ჰიუიტი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1265-ე ადგილზეა და დიდი სლემის ტურნირზე ე.წ. „ველური ბარათით“ მოხვდა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ჩოგბურთელმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 208-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის პირველ სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება სჭირდება.
ჰიუიტის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი რუს კაჩმაზოვსა და ფრანგ ვან აშეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს ორჯერ, 2018 და 2019 წელს მოახერხა.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.