https://sputnik-georgia.com/20250104/saqartvelosi-saqalaqtasoriso-gadazidvebis-axali-wesebi-amoqmedda-291651754.html
საქართველოში საქალაქთაშორისო გადაზიდვების ახალი წესები ამოქმედდა
საქართველოში საქალაქთაშორისო გადაზიდვების ახალი წესები ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ხელისუფლება რეფორმის სრულად დასრულებას 2025 წლის მაისისთვის გეგმავს. 04.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-04T17:51+0400
2025-01-04T17:51+0400
2025-01-04T17:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24685/37/246853763_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_c96e40a602ff602cf44b62a532c90a04.jpg
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის, თბილისიდან ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და თელავის მიმართულებით აღარ იმოძრავებენ.2024 წლის 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების მუშაობას და საქალაქთაშორისო და შიდა სამგზავრო გადაზიდვებს. ხელისუფლება რეფორმის სრულად დასრულებას 2025 წლის მაისისთვის გეგმავს.ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დადგენილების თანახმად, 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებულ პუნქტებს შორის გადაზიდვების განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ 5 ტონაზე მეტი წონის მქონე M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, სადაც 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილია (მძღოლის ადგილის გარდა) - რომლებიც კანონმდებლობაში განსაზღვრულია როგორც ავტობუსები.სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებულია 5.526 ტექნიკურად გამართული M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან დიდი ნაწილი დასაქმდება ზემოთ აღნიშნულ მარშრუტებზე.ქვეყანაში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამიერიდან მხოლოდ ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე იმოძრავებს.მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მკაცრად დადგენილი მარშრუტებით განხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24685/37/246853763_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_25936374b8784085b9f56fcd5893052f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოში საქალაქთაშორისო გადაზიდვების ახალი წესები ამოქმედდა
ხელისუფლება რეფორმის სრულად დასრულებას 2025 წლის მაისისთვის გეგმავს.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის, თბილისიდან ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და თელავის მიმართულებით აღარ იმოძრავებენ.
2024 წლის 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების მუშაობას და საქალაქთაშორისო და შიდა სამგზავრო გადაზიდვებს. ხელისუფლება რეფორმის სრულად დასრულებას 2025 წლის მაისისთვის გეგმავს.
ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დადგენილების თანახმად, 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებულ პუნქტებს შორის გადაზიდვების განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ 5 ტონაზე მეტი წონის მქონე M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, სადაც 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილია (მძღოლის ადგილის გარდა) - რომლებიც კანონმდებლობაში განსაზღვრულია როგორც ავტობუსები.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებულია 5.526 ტექნიკურად გამართული M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან დიდი ნაწილი დასაქმდება ზემოთ აღნიშნულ მარშრუტებზე.
ქვეყანაში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამიერიდან მხოლოდ ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე იმოძრავებს.
მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მკაცრად დადგენილი მარშრუტებით განხორციელდება.