https://sputnik-georgia.com/20250103/zivzivadze-karieras-bundesligashi-gaagrzelebs-291636911.html
ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს?
ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს?
Sputnik საქართველო
ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. 03.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-03T10:29+0400
2025-01-03T10:29+0400
2025-01-03T10:46+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288601113_0:56:1084:666_1920x0_80_0_0_287c5c4fd5e442c3b6db4a78f77ab7f7.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. გერმანული „კარლსრუეს" ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სპორტულ კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს, ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ კახა ზივზივაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია „ჰაიდენჰაიმზე“, რომელიც ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. გაირკვა, რომ „ჰაინდემჰაიმის“ წარმომადგენლები ესპანეთში „კარლსრუეს“ შეკრებაზე ჩავლენ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ბუდუ ძივძივაძის ბუნდესლიგაში გადასვლის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ.„ბუნდესლიგის გუნდიდან ინტერესი რომ იყო, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრეც გითხარით. ჯერ კონკრეტულად ვერაფერს დავადასტურებ ან უარვყოფ. 3 იანვარს გერმანიაში ვიქნები და ყველაფერი ადგილზე გაირკვევა. დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ ბევრი რამ უკვე გარკვეულია. ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ“, – განაცხადა ოდილაძემ.ზივზივაძემ „კარლსრუესთან" კონტრაქტი 2023 წლის 31 იანვარს გააფორმა. ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.2024 წლის დეკემბერში ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა გერმანული „კარლსრუეს" ქართველი თავდამსხმელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში 7,5-ქულიანი საშუალო შეფასებით მოხვდა, რაც რჩეულ თერთმეტეულში მეორე საუკეთესო შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკია – 7,6 ქულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288601113_0:0:1084:813_1920x0_80_0_0_4c73d3c2e4e81b2f37a304400648995d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს?
10:29 03.01.2025 (განახლებულია: 10:46 03.01.2025) ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. გერმანული „კარლსრუეს" ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სპორტულ კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს, ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ კახა ზივზივაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„უპირველესად, ბედობას გილოცავთ, მეგობრებო. იყო ჩინური, ასევე კორეული გამოწვევები. დავდექით დილემის წინაშე – ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა“, – დაწერა ზივზივაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია „ჰაიდენჰაიმზე“, რომელიც ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. გაირკვა, რომ „ჰაინდემჰაიმის“ წარმომადგენლები ესპანეთში „კარლსრუეს“ შეკრებაზე ჩავლენ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ბუდუ ძივძივაძის ბუნდესლიგაში გადასვლის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ.
„ბუნდესლიგის გუნდიდან ინტერესი რომ იყო, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრეც გითხარით. ჯერ კონკრეტულად ვერაფერს დავადასტურებ ან უარვყოფ. 3 იანვარს გერმანიაში ვიქნები და ყველაფერი ადგილზე გაირკვევა. დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ ბევრი რამ უკვე გარკვეულია. ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ“, – განაცხადა ოდილაძემ.
ზივზივაძემ „კარლსრუესთან" კონტრაქტი 2023 წლის 31 იანვარს გააფორმა. ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.
2024 წლის დეკემბერში ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა გერმანული „კარლსრუეს" ქართველი თავდამსხმელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში 7,5-ქულიანი საშუალო შეფასებით მოხვდა, რაც რჩეულ თერთმეტეულში მეორე საუკეთესო შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკია – 7,6 ქულა.