შოკირებული და დამწუხრებულები - საქართველოს საგარეო უწყება ახალ ორლეანში მომხდარ ტერაქტზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2025
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალ ორლეანში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერ ძალადობას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ ცნობების გამო, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ზე.
1 იანვარს ახალ ორლეანის ისტორიულ ცენტრში, ბურბონ-სტრიტზე სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. ბოროტმოქმედმა გახსნა ცეცხლი პოლიციელების მისამართით, ორი მოკლა, შემდეგ კი საპასუხო სროლის შედეგად მისი ლიკვიდაცია მოხდა.
„შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და გვერდში ვუდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალ ორლეანში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი - აშშ-ის 42 წლის მოქალაქე, ტეხასელი შამსუდ დინ ჯაბარია. მის ავტომობილში, რომლითაც თავდასხმა განახორციელა, ნაპოვნია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა.
ყველა ახალი ამბავი
0