https://sputnik-georgia.com/20250103/saqartvelosi-satvirtoebisa-da-avtobusebis-importze-sezrudva-amoqmedda-291635979.html
საქართველოში სატვირთოებისა და ავტობუსების იმპორტზე შეზღუდვა ამოქმედდა
საქართველოში სატვირთოებისა და ავტობუსების იმპორტზე შეზღუდვა ამოქმედდა
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება არ ეხება ქვეყანაში უკვე მყოფ ავტომობილებს 03.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-03T19:04+0400
2025-01-03T19:04+0400
2025-01-03T19:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/16/246471668_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_02cadf340eae0afc10a972e585431e7c.jpg
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების იმპორტი აიკრძალა.იმპორტის შეზღუდვა ევრო-5 სტანდარტზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით დაწესდა.ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.ამ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აიკრძალა იმ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მითითებულ სტანდარტს.ამასთან, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, რაც ბენზინისა და დიზელის იმპორტისთვის დამკვიდრებულია ევრო-5 სტანდარტი.გადაწყვეტილება არ ეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24647/16/246471668_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_629a856f43155e3621e13564fd611f45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოში სატვირთოებისა და ავტობუსების იმპორტზე შეზღუდვა ამოქმედდა
გადაწყვეტილება არ ეხება ქვეყანაში უკვე მყოფ ავტომობილებს
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების იმპორტი აიკრძალა.
იმპორტის შეზღუდვა ევრო-5 სტანდარტზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით დაწესდა.
ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
ამ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აიკრძალა იმ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მითითებულ სტანდარტს.
ამასთან, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, რაც ბენზინისა და დიზელის იმპორტისთვის დამკვიდრებულია ევრო-5 სტანდარტი.
გადაწყვეტილება არ ეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.