https://sputnik-georgia.com/20250103/saqartveloshi-yazaxetis-sakonsulo-gaixsna-291637190.html
საქართველოში ყაზახეთის ახალი საპატიო საკონსულო გაიხსნა
საქართველოში ყაზახეთის ახალი საპატიო საკონსულო გაიხსნა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. 03.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-03T14:01+0400
2025-01-03T14:01+0400
2025-01-03T14:01+0400
საქართველო
ყაზახეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/02/291633903_1:0:1279:719_1920x0_80_0_0_e059962d99e47771124f4d134aee0b41.jpg
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოში ყაზახეთის რიგით მეხუთე საპატიო საკონსულო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა, იუწყება ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.საპატიო კონსულად ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ღვინის კომპანია ,,ასკანელი ძმების“ თანამფლობელი გოჩა ჩხაიძე დაინიშნა, რომელიც თავადაც გურიიდანაა. საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ჩხაიძემ ორივე სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს ქართულ-ყაზახური ურთიერთობების განმტკიცებისთვის. ბიზნესმენის გეგმებშია ახალი პროექტების განხორციელება, ბიზნეს-დელეგაციებისა და კულტურის მოღვაწეთა გაცვლითი ღონისძიებები, ასევე ძმური კავშირებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის დამყარება.საქართველოში ყაზახეთის ელჩმა მალიკ მურზალინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ რეგიონში ყაზახეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ყაზახურ-ქართულ მხარეებს შორის მაღალი დონის ურთიერთობების არსებობის, კურსის გაგრძელების და გაძლიერების კიდევ ერთი დასტურია.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ოფიციალური თბილისი დაინტერესებულია ასტანასთან თანამშრომლობის გააქტიურებით, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.საკონსულოს გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.დღეს ყაზახეთის ხუთი საპატიო საკონსულო ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ბათუმში, რუსთავში, ბორჯომში, გორსა და ოზურგეთში, მთავარი საკონსულო კი თბილისში ყაზახეთის საელჩოში მუშაობს.საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნებმა 2017 წელს ამ კავშირის 25 წლისთავი აღნიშნეს.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/02/291633903_161:0:1120:719_1920x0_80_0_0_8e077794fb523668ae3dc28bf34fd5fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში ყაზახეთის ახალი საპატიო საკონსულო გაიხსნა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოში ყაზახეთის რიგით მეხუთე საპატიო საკონსულო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა, იუწყება ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საპატიო კონსულად ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ღვინის კომპანია ,,ასკანელი ძმების“ თანამფლობელი გოჩა ჩხაიძე დაინიშნა, რომელიც თავადაც გურიიდანაა.
საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ჩხაიძემ ორივე სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს ქართულ-ყაზახური ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
ბიზნესმენის გეგმებშია ახალი პროექტების განხორციელება, ბიზნეს-დელეგაციებისა და კულტურის მოღვაწეთა გაცვლითი ღონისძიებები, ასევე ძმური კავშირებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის დამყარება.
საქართველოში ყაზახეთის ელჩმა მალიკ მურზალინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ რეგიონში ყაზახეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ყაზახურ-ქართულ მხარეებს შორის მაღალი დონის ურთიერთობების არსებობის, კურსის გაგრძელების და გაძლიერების კიდევ ერთი დასტურია.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ოფიციალური თბილისი დაინტერესებულია ასტანასთან თანამშრომლობის გააქტიურებით, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
საკონსულოს გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.
დღეს ყაზახეთის ხუთი საპატიო საკონსულო ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ბათუმში, რუსთავში, ბორჯომში, გორსა და ოზურგეთში, მთავარი საკონსულო კი თბილისში ყაზახეთის საელჩოში მუშაობს.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნებმა 2017 წელს ამ კავშირის 25 წლისთავი აღნიშნეს.