რუსეთის საგარეო დაზვერვა: კიევი მზადაა, დასწიოს სამობილიზაციო ასაკი

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2025
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. აშშ-მა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამობილიზაციო ასაკის სასწრაფოდ დაწევა მოსთხოვა, აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (რსდს).
უწყების ცნობით, კიევი მზადაა, უახლოეს მომავალში დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
„ამ დღეებში ვაშინგტონმა პრეზიდენტ ზელენსკის მოსთხოვა, სასწრაფოდ დასწიოს სამობილიზაციო ასაკი 18 წლამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება კიევში უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება“, — აღნიშნავენ დაზვერვაში.
როგორც რსდს წერს, დასავლეთი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა ჩამოიშალოს, რისი დაშვებაც ბაიდენის ადმინისტრაციას არავითარ შემთხვევაში არ სურს. სწორედ ამიტომ ცდილობს წარმავალი პრეზიდენტის კაბინეტი, უკრაინისთვის უფრო სრულყოფილი იარაღის მიწოდება მოასწროს — შორი რადიუსის რაკეტების ჩათვლით.
ყველა ახალი ამბავი
0