https://sputnik-georgia.com/20250103/ramdeni-adamiani-dashavda-piroteqnikit-axali-wlis-dgeebshi-291641738.html
რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით ახალი წლის დღეებში
რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით ახალი წლის დღეებში
Sputnik საქართველო
ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი. 03.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-03T12:54+0400
2025-01-03T12:54+0400
2025-01-03T12:53+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/85/247358525_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_622e7c910b45c5e697b6e33063b48630.jpg
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ახალი წლის ღამეს თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 33-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 20-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, იუწყება „პირველი არხი“.რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან ჰოსპიტალიზებულია 20 ჰოსპიტალიზებულია.საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.საქართველოს პარლამენტმა უკვე შემოიღო აკრძალვა გარკვეული სახის პიროტექნიკის შეძენა-მოხმარებაზე. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა ისჯება 1-დან 2,5 ათას ლარამდე ჯარიმით.ნებადართული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენა და გამოყენება ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება.გარდამავალი დებულებების თანახმად, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკის ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვა/ ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას.კანონპროექტი გასული წლის 29 დეკემბერს, მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც მას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა და გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/85/247358525_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_dc976b21a5e5c0aacf976e7454b884f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
რამდენი ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით ახალი წლის დღეებში
ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ახალი წლის ღამეს თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 33-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 20-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, იუწყება „პირველი არხი“.
რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან ჰოსპიტალიზებულია 20 ჰოსპიტალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
საქართველოს პარლამენტმა უკვე შემოიღო აკრძალვა გარკვეული სახის პიროტექნიკის შეძენა-მოხმარებაზე. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა ისჯება 1-დან 2,5 ათას ლარამდე ჯარიმით.
ნებადართული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენა და გამოყენება ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება.
გარდამავალი დებულებების თანახმად, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკის ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვა/ ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას.
კანონპროექტი გასული წლის 29 დეკემბერს, მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც მას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა და გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება.