პაპუაშვილი: ვწუხვარ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2025
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
3 იანვარს თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ვწუხვარ სამი მოწვევის პარლამენტის წევრის, ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.

ნიკო ლეკიშვილი 1947 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. 1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია.
ნიკოლოზ ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის 1993-1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1993-1995 წლებში – თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ნიკო ლეკიშვილს 2019 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
ყველა ახალი ამბავი
0