მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლამდე გაგრძელდება

© photo: Sputnik / Stringerსოფელი სამება
სოფელი სამება - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2025
გამოწერა
პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1,5 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 მილიონზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან ხორციელდება. იუსტიციის სამინისტროს პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.
პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.
პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1,5 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 მილიონზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1 ათასამდე ადამიანი.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე ხელი შეუწყოს არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ყველა ახალი ამბავი
0