https://sputnik-georgia.com/20250103/kobaxidze-niko-lekishvilis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-291642722.html
ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში. 03.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-03T16:14+0400
2025-01-03T16:14+0400
2025-01-03T16:14+0400
საქართველო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88f64b58d61173530072230847b0e55e.jpg
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის ყოფილი მერის ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.3 იანვარს თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.ნიკო ლეკიშვილი 1947 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. 1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია.ნიკოლოზ ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის 1993-1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1993-1995 წლებში – თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.ნიკო ლეკიშვილს 2019 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_ae8913aea1f3697b247dee0448ddeddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერის თქმით, ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის ყოფილი მერის ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
3 იანვარს თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.
„ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ნიკო ლეკიშვილი 1947 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. 1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია.
ნიკოლოზ ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის 1993-1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1993-1995 წლებში – თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ნიკო ლეკიშვილს 2019 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.