https://sputnik-georgia.com/20250102/saqartvelos-moqalaqeobis-ardgenis-vada-2027-wlamde-gaxangrzlivda-291629522.html
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მიღების თხოვნით სააგენტოს მიმართა 1.776-მა პირმა 02.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-02T10:48+0400
2025-01-02T10:48+0400
2025-01-02T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/95/238549551_0:39:2000:1164_1920x0_80_0_0_7f8ad4df8f03b72bda1ed40297a3a9cc.jpg
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის და მის შენარჩუნებაზე განცხადებების შეტანის ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა.საუბარია მათზე, ვისაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზეზით და ასევე მათზე, ვინც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა.მათ უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების თხოვნით 2027 წლის 1 იანვრამდე. ადრე სახელმწიფო ასეთ შესაძლებლობას 2024 წლის 31 დეკემბრამდე იძლეოდა.გარდა ამისა, კანონის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც ეხება 1993 წლამდე ქვეყანაში დაბადებულთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს, ორი წლით გახანგრძლივდა.2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მიღების თხოვნით სააგენტოს მიმართა 1.073 პირმა, 2022 წელს - 3 064, 2023 წელს – 1.999, ხოლო 2024 წელს – 1.776.საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით 2021 წელს ისარგებლა 5.286-მა ადამიანმა, 2022 წელს – 13.406-მა, 2023 წელს – 6.016-მა ადამიანმა, 2024 წელს - 7588-მ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/95/238549551_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_53e8f5347fe0b227deb8abe03c749776.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მიღების თხოვნით სააგენტოს მიმართა 1.776-მა პირმა
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის და მის შენარჩუნებაზე განცხადებების შეტანის ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა.
საუბარია მათზე, ვისაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზეზით და ასევე მათზე, ვინც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა.
მათ უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების თხოვნით 2027 წლის 1 იანვრამდე. ადრე სახელმწიფო ასეთ შესაძლებლობას 2024 წლის 31 დეკემბრამდე იძლეოდა.
გარდა ამისა, კანონის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც ეხება 1993 წლამდე ქვეყანაში დაბადებულთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს, ორი წლით გახანგრძლივდა.
2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მიღების თხოვნით სააგენტოს მიმართა 1.073 პირმა, 2022 წელს - 3 064, 2023 წელს – 1.999, ხოლო 2024 წელს – 1.776.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით 2021 წელს ისარგებლა 5.286-მა ადამიანმა, 2022 წელს – 13.406-მა, 2023 წელს – 6.016-მა ადამიანმა, 2024 წელს - 7588-მ.