ბრიტანელმა დაქირავებულმა თქვა, რომ უკრაინელთა მხარეზე ასობით კოლუმბიელი იბრძვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2025
გამოწერა
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ასობით კოლუმბიელი იბრძვის, განაცხადა დონბასში დატყვევებულმა დაქირავებულმა ბრიტანელმა მებრძოლმა ჰეიდენ უილიამ დევისმა, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძოდა.
„უცხოელთა ლეგიონში ნატოს ყველა ქვეყნის მოქალაქეები მსახურობენ: ფრანგები, იტალიელები, გერმანელები, ამერიკელები, ბრიტანელები. მაგრამ ყველაზე მეტნი კოლუმბიელები არიან. მათი რაოდენობა ასობით განისაზღვრება“, — თქვა მან.
დევისის განმარტებით, დაქირავებული მეომრები უკრაინაში პოლონეთიდან შედიან. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია, საჭიროა ჯერ პოლონეთში ჩაფრენა, იქიდან კი, ქალაქ კრაკოვიდან, მატარებლით წასვლა იქ, სადაც კონტრაქტით დაქირავებულთა შერჩევის პუნქტები მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0