საქართველოში დოლარში სესხების გაცემის წესები მკაცრდება

© photo: Sputnikსწრაფი ჩარიცხვის აპარატები
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2025
გამოწერა
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში კი ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა.
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ეროვნული ბანკი 1-ელი იანვრიდან დედოლარიზაციის პოლიტიკას ამკაცრებს და ლარში სესხების გაცემის ახალ ლიმიტს აწესებს.
ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად.
ძალაში შესული წესების თანახმად, 1-ელი იანვრიდან საკრედიტო ორგანიზაციებს 500 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემის უფლება არ ექნებათ.
სესხის ლიმიტი 500 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში არარეგისტრირებული იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.
ამასთან ლარში და დოლარში საკრედიტო განაკვეთები უცვლელი რჩება.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში კი ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, უწყების მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
ჰეჯირება (Hedging) - გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
ეროვნული ბანკის გეგმები
დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე.
მარეგულირებელი გეგმავს მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის საკრედიტო აქტივობაზე და მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
ყველა ახალი ამბავი
0