https://sputnik-georgia.com/20250101/parlamentis-deputatebis-xelpasebi-izrdeba-291628430.html
პარლამენტის დეპუტატების ხელფასები იზრდება
პარლამენტის დეპუტატების ხელფასები იზრდება
Sputnik საქართველო
წინასწარი გათვლებით, რიგითი დეპუტატის ხელფასი 3,6 ათასი ლარით გაიზრდება და 8,25 ათას ლარს შეადგენს. 01.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-01T19:17+0400
2025-01-01T19:17+0400
2025-01-01T19:17+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასების გამოთვლის ახალი სისტემა, რაც პარლამენტარებს უფრო მაღალი ხელფასის მიღების საშუალებას მისცემს, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით გამოითვლება: უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული. 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1.460 ლარს შეადგენს.კოეფიციენტი, რომელზეც ეს სარგო გამრავლდება, პარლამენტის რიგითი დეპუტატისთვის შეადგენს 7-ს, ფრაქციის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის - 7,2-ს, ფრაქციის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის - 7,4-ს.კომიტეტის ან ფრაქციის თავმჯდომარის შემთხვევაში კოეფიციენტი, რომელზეც სარგო გამრავლდება, იქნება 7,6, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – 7,8, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შემთხვევაში – 8, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში – 8,5.ამრიგად, წინასწარი გათვლებით, რიგითი დეპუტატის ხელფასი 3,6 ათასი ლარით გაიზრდება და 8,25 ათას ლარს შეადგენს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 3,3 ათასი ლარით და 10 ათას ლარს შეადგენს.ამასთან, ცვლილებების თანახმად, თავდასხმის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში დეპუტატის ოჯახის ერთჯერადი დახმარება 15-დან 20 ათას ლარამდე გაიზრდება.გარდა ამისა, 10-დან 15 ათას ლარამდე გაიზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალების ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პარლამენტის დეპუტატების ხელფასები იზრდება
წინასწარი გათვლებით, რიგითი დეპუტატის ხელფასი 3,6 ათასი ლარით გაიზრდება და 8,25 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასების გამოთვლის ახალი სისტემა, რაც პარლამენტარებს უფრო მაღალი ხელფასის მიღების საშუალებას მისცემს, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.
კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით გამოითვლება: უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული.
2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1.460 ლარს შეადგენს.
კოეფიციენტი, რომელზეც ეს სარგო გამრავლდება, პარლამენტის რიგითი დეპუტატისთვის შეადგენს 7-ს, ფრაქციის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის - 7,2-ს, ფრაქციის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის - 7,4-ს.
კომიტეტის ან ფრაქციის თავმჯდომარის შემთხვევაში კოეფიციენტი, რომელზეც სარგო გამრავლდება, იქნება 7,6, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – 7,8, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შემთხვევაში – 8, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში – 8,5.
ამრიგად, წინასწარი გათვლებით, რიგითი დეპუტატის ხელფასი 3,6 ათასი ლარით გაიზრდება და 8,25 ათას ლარს შეადგენს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 3,3 ათასი ლარით და 10 ათას ლარს შეადგენს.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, თავდასხმის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში დეპუტატის ოჯახის ერთჯერადი დახმარება 15-დან 20 ათას ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, 10-დან 15 ათას ლარამდე გაიზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალების ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში.