ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2025
გამოწერა
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მოსახლეობას ახალო წელი მიულოცა და ყველას მშვიდობა უსურვა.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.
ილია მეორე - XX-XXI საუკუნეების გამოჩენილი რელიგიური ლიდერი და საზოგადო მოღვაწე
1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ილია მეორის დროს, 1980-იანი წლების საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება დაიწყო. ბოლო ათწლეულებში საქართველოში ეპარქიების რიცხვი 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში სულ 48 მოქმედი ტაძარი იყო, ახლა კი მათი რაოდენობა 1000-ს აღწევს.
ილია მეორის პატრიარქობის დროს გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისის და გელათის სასულიერო აკადემიები, თბილისში კი აიგო საქართველოს უდიდესი ტაძარი - სამება.
ყველა ახალი ამბავი
0