https://sputnik-georgia.com/20250101/1-ianvridan-pikis-saatebshi-satvirtoebis-mozraoba-izgudeba-291624912.html
1-ელი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა
1-ელი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა
Sputnik საქართველო
აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს 3,5 ტონაზე მეტი წონის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას. 01.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-01T16:51+0400
2025-01-01T16:51+0400
2025-01-01T16:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/15/247281550_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_9df64279f589020b30c93dd426c8c373.jpg
თბილისი, 1იანვარი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.საქართველოს დედაქალაქის საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში დიდგაბარიტიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული დროის ან/და გადაადგილების ადგილის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათასი ლარია.მისი თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს 3,5 ტონაზე მეტი წონის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას.„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - განაცხადა თბილისის მერმა.ვის არ შეეხება შეზღუდვები?შეზღუდვა არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, („სასწრაფო დახმარების", სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე.ჯარიმები ასევე არ ვრცელდება მათზე, ვინც თბილისის მერიისგან ნებართვას მიიღებს. გარდა ამისა, მერიას ექნება უფლება განსაზღვროს, თუ რომელი საქონლის გდისტრიბუციას არ შეეხება ზოგადი წესები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24728/15/247281550_154:0:2825:2003_1920x0_80_0_0_8c2956b98955d6529cd6e3c093040e26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
1-ელი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა
აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს 3,5 ტონაზე მეტი წონის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას.
თბილისი, 1იანვარი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს დედაქალაქის საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში დიდგაბარიტიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თბილისის მერიის მიერ განსაზღვრული დროის ან/და გადაადგილების ადგილის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3 ათასი ლარია.
„ჩვენ ბიზნეს-სექტორთან მჭიდრო კავშირი გვქონდა და აღნიშნულ კცვლიებასთან ადაპტაციისთვის რვათვიანი რვათვიანი საშეღავათო პერიოდი მივეცით, რის შემდეგაც საშეღავათო პერიოდი კიდევ ოთხი თვით გავახანგრძლივეთ. 1-ელი იანვრიდან ეს შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს 3,5 ტონაზე მეტი წონის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, რა დროსაც დედაქალაქში არის უფრო დიდი სატრანსპორტო ნაკადები, დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში კი არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული და არც იგეგმება რაიმე ახალი შეზღუდვის დაწესება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ვის არ შეეხება შეზღუდვები?
შეზღუდვა არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე:
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, („სასწრაფო დახმარების", სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე.
ჯარიმები ასევე არ ვრცელდება მათზე, ვინც თბილისის მერიისგან ნებართვას მიიღებს. გარდა ამისა, მერიას ექნება უფლება განსაზღვროს, თუ რომელი საქონლის გდისტრიბუციას არ შეეხება ზოგადი წესები.