https://sputnik-georgia.com/20241231/saqartvelos-ekonomika-zrdas-ganagrzobs-noembris-monacemebi-291621636.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: ნოემბრის მონაცემები
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: ნოემბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის ნოემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია... 31.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-31T23:34+0400
2024-12-31T23:34+0400
2025-01-01T03:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_52a5a3b4b13608dcfb884376ad91a287.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.იანვარ-ნოემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,4% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.შემცირება მხოლოდ გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.რა გაიზარდა და რამდენით2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით, იმპორტი კი 6,1%-ით გაიზარდა.გასულ თვეში ქვეყანაში 6,5 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 8,2%-ით მეტია გასული წლის ნოემბერთან შედარებით.არსებული მონაცემების მიხედვით, ზრდა ძირითადად ინდმეწარმეთა რეგისტრაციის გაზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ზრდა შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის კუთხით.თოდრაძის თქმით, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სფეროს ზრდა დაკავშირებულია ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო სერვისების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე საბუღალტრო და აუდიტორული კომპანიების შემოსავლების ზრდასთან.საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე ზოგადად IT კონსალტინგის გაფართოებასთან.გარდა ამისა, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ზრდა დაკავშირებულია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ტრანსპორტის ზრდასთან. ზრდა დაფიქსირდა როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთების გადამუშავების მიმართულებით.ვაჭრობის ზრდას განაპირობებდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, ასევე ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობის ზრდამ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24624/92/246249235_259:0:2930:2003_1920x0_80_0_0_dd715e1a2c047d3da6ffc4fda69c962c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: ნოემბრის მონაცემები
23:34 31.12.2024 (განახლებულია: 03:35 01.01.2025) 2024 წლის ნოემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
იანვარ-ნოემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,4% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.
შემცირება მხოლოდ გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დაფიქსირდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით, იმპორტი კი 6,1%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 6,5 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 8,2%-ით მეტია გასული წლის ნოემბერთან შედარებით.
არსებული მონაცემების მიხედვით, ზრდა ძირითადად ინდმეწარმეთა რეგისტრაციის გაზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ზრდა შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის კუთხით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10%-ით გაიზარდა და 13,8 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სფეროს ზრდა დაკავშირებულია ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო სერვისების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე საბუღალტრო და აუდიტორული კომპანიების შემოსავლების ზრდასთან.
საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე ზოგადად IT კონსალტინგის გაფართოებასთან.
გარდა ამისა, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ზრდა დაკავშირებულია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო ტრანსპორტის ზრდასთან. ზრდა დაფიქსირდა როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთების გადამუშავების მიმართულებით.
ვაჭრობის ზრდას განაპირობებდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით, ასევე ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობის ზრდამ.