https://sputnik-georgia.com/20241231/saaxalwlo-sofeli-14-ianvramde-ifunqcionirebs-291618152.html
საახალწლო სოფელი თბილისში 14 იანვრამდე იფუნქციონირებს
საახალწლო სოფელი თბილისში 14 იანვრამდე იფუნქციონირებს
Sputnik საქართველო
ყველას ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს შვილებით, შვილიშვილებით, გაერთოს, განაცხადა კალაძემ 31.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-31T20:18+0400
2024-12-31T20:18+0400
2024-12-31T20:18+0400
კახა კალაძე
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/05/273684927_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_30df3611e3e1f0176d6bd51809403b85.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საახალწლო სოფელი 7 იანვრის ნაცვლად, 14 იანვრამდე იქნება გახსნილი, განაცხადა კახა კალაძემ.საახალწლო სოფელი მდებარეობს სამ ლოკაციაზე - ორბელიანის მოედანზე, დედაენის პარკში და იუსტიციის სახლთან.სოფლის სტუმრებს ელოდებათ წარმოდგენები, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მრავალფეროვანი თემატური ღონისძიებები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსების კონცერტები და ზღაპრის გმირების მსვლელობები.ადგილზე ასევე მოეწყობა დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვისხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, სანტას სახლი და სახელოსნო.პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე გასულ წელს. ასევე გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.როგორც ადრე მერმა განაცხადა, ის რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ყველასათვის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით.საახალწლო სოფელი გაიხსნა საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც 28 ნოემბრიდან იმართება. მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/05/273684927_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_f41a80ad82c597065286e64dd1d8a513.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველო, ახალი ამბები
კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველო, ახალი ამბები
საახალწლო სოფელი თბილისში 14 იანვრამდე იფუნქციონირებს
ყველას ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს შვილებით, შვილიშვილებით, გაერთოს, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საახალწლო სოფელი 7 იანვრის ნაცვლად, 14 იანვრამდე იქნება გახსნილი, განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლო სოფელი მდებარეობს სამ ლოკაციაზე - ორბელიანის მოედანზე, დედაენის პარკში და იუსტიციის სახლთან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს. 14 იანვრამდე ყველას ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს შვილებით, შვილიშვილებით, გაერთოს, იხილოს წარმოდგენები, სხვადასხვა ღონისძიებები,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
სოფლის სტუმრებს ელოდებათ წარმოდგენები, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მრავალფეროვანი თემატური ღონისძიებები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსების კონცერტები და ზღაპრის გმირების მსვლელობები.
ადგილზე ასევე მოეწყობა დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვისხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, სანტას სახლი და სახელოსნო.
პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე გასულ წელს. ასევე გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
როგორც ადრე მერმა განაცხადა, ის რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ყველასათვის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით.
საახალწლო სოფელი გაიხსნა საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც 28 ნოემბრიდან იმართება. მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.