დიდი გაცვლა: რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2024
გამოწერა
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ, არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამდგომლობით, საახალწლოდ სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცვლა ჩატარდა ფორმულით 150-150-ზე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვმა კიევს 189 ტყვე გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებული რუსი სამხედროები თავდაპირველად ბელარუსში ჩაიყვანეს, სადაც მათ ადამიანის უფლებათა დამცველი ტატიანა მოსკალკოვა დახვდა.
რუსმა ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს „სამსახურის, მოთმინებისა და სიმამაცისთვის“ და შინ დაბრუნება მიულოცა.
„ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ რუსეთში დაბრუნებულიყავით. ჩვენი პრეზიდენტი ძალიან განიცდიდა თქვენს ამბავს“, — უთხრა მოსკალკოვამ მათ.
ყველა ახალი ამბავი
0