როგორ იმუშავებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს

© Tbilisi City Hall მეტრო თბილისში
მეტრო თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2024
გამოწერა
მერია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. დედაქალაქში ახალი წლის ღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერია სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით არ იმუშავებს და განმარტავს, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს და მგზავრებს მოემსახურება.
„როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან გალაკონცერტი არაა დაგეგმილი.
წყარო - მერია
ყველა ახალი ამბავი
0